"ინტერი" ზურიკო დავითაშვილით დაინტერესდა" - რას წერს იტალიური გამოცემა?

AutoSharing Option
"ინტერი" "სენტ ეტიენის" შემტევის, ზურიკო დავითაშვილის დამატებით ინტერესდება. ამის შესახებ ინფორმაციას interlive.it ავრცელებს.

წყაროს ცნობით, "ნერაძური" ქართველი ფეხბურთელის შესაძლებლობებით მოხიბლულია, თავის მხრივ კი, "სენტ ეტიენი" ზურიკოს 10 მილიონ ევროზე ნაკლებად არ დათმობს.

"ზურიკოს შეტევაში თამაში რამდენიმე პოზიციაზე თანაბრად კარგად შეუძლია. ძირითადად მარჯვენა ფლანგიდან მოქმედებს, თუმცა ნახევარდაცვაში და მეორე ფორვარდის პოზიციაზეც გვინახავს. 

ზოგიერთ მატჩში სათადარიგოთა სკამზეა, თუმცა, როდესაც თამაშში ერთვება, შეუძლია გარდატეხა მოახდინოს. ორივე ფეხს თანაბრად კარგად იყენებს. ზურიკო "ინტერს" ნამდვილად გამოადგებოდა. 

რამდენიმე წლის წინ "ნაპოლის" გულშემატკივრებისთვის სრულიად უცნობი ხვიჩა კვარაცხელიას
შეძენის გამოც აკრიტიკებდნენ, თუმცა ქართველმა ყველანაირ მოლოდინს გადააჭარბა და პირველივე წელს სერია A-ს სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა. ზურიკო ხვიჩას მეგობარია და შესაძლოა, "ნერაძურიმ" მისი სახით ახალი კვარაცხელია დაიმატოს", - წერს გამოცემა.

შეგახსენებთ, "სენტ ეტიენმა" დავითაშვილი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე 6 მილიონი ევროს სანაცვლოდ დაიმატა. ქართველს მწვანეებთან 4-წლიანი კონტრაქტი აკავშირებს.

altBravo Zuka! - დავითაშვილი ლიგა 1-ის ტურის სიმბოლურში

altდავითაშვილის ეფექტური საგოლე პასი - "სენტ-ეტიენმა" გაიმარჯვა [VIDEO]

altდავითაშვილის ლამაზი ფინტი და საგოლე პასი [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 20 /
ჯერ რადროს ინტერია აცადეტ ერთი სეზონი უმაღლეს ლიგაში! სკამი უმდა ხეხოს იქ?
Გაბო
14:05 17-09-2024
5
კარგ დროს გამოიღვიძეს @ სატრანსფერო ფანჯარა რომ დაიხურა მერე მოინდომეს ? ისე ძაან მაგარიიქნება ინტერში ! აქ ზოგიერთი კომენტარებში ამბობენ ინტერის დონე არააო კვარაც "არ იყო ნაპოლის დონე" როგორც ზოგიერთი ნაგავი"ჟურნალისტები" გაიძახოდნენ და რა ნაპოლი რის ნაპოლივინ ატამაშებს მაგას ნაპოლიში ერთი ჩვეულებრივი ფეხბურთელიაო ! და რომ ამბობდნენ კვარა ნაპოლიში თუ აღმოჩდება ბოდიშს მოვიხდითო და დღემდე არ მოუხდიათ ბოდიში და პირიქით უსირცხვილოდ დაძვრებიან ეთერებში და აგრძელებენ ბოღმის ნთხევას @ კვარა იმიტომ "არ იყო ნაპოლის დონე" რომ თურმე "ყაზანში ვერ ითამაშა ბოლო სეზონი" ვერ ითამაშა კი არა არ ითამაშა და ძალიან სწორადაც მოიქცა ! ნამდვილად გაქაჩავს ზურიკო ინტერში მთავარი ისაა რომ ტალანტი აქვს და შრომაც არ ეზარება !
zura222
19:41 17-09-2024
5

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული