"სენტ-ეტიენის" ნახევარმცველი ზურიკო დავითაშვილი 7 ქულით "ეკიპმა" ლიგა 1-ის მეოთხე ტურის სიმბოლურ ნაკრებში შეიყვანა.
"სენტ-ეტიენმა" გასულ ტურში საკუთარ მოედანზე "ლილი" 1:0 დაამარცხა, დავითაშვილმა კი საგოლე გადაცემა გააკეთა. "მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი ზურიკო დავითაშვილია. ბრავო, ზუკა!" - წერს კლუბის საიტი.
peuple-vert-ი აღნიშნავს, რომ სამი წარუმატებელი შეხვედრის შემდეგ ქართველი მარჯვენა ფლანგზე გაცილებით ეფექტურად თამაშობდა, გადამწყვეტი იყო, მატიე კაფაროს შესანიშნავი საგოლე პასი გაუკეთა, მთელი 90 წუთის მანძილზე საინტერესოდ მოქმედებდა: დრიბლინგებს ახორციელებდა, თამაშს ამწვავებდა, კარში ურტყამდა, მეტოქის დაცვას თავგზა აუბნია და მისი სტატისტიკაც ძალიან საინტერესოა.
"სენტ-ეტიენი" 20 სექტემბერს სტუმრად "ნიცას" დაუპირისპირდება.