17 სეივი "პანათინაიკოსთან" - გუგეშაშვილის ბრწყინვალე მატჩი [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ბერძნული სუპერლიგის მე-5 ტურში ლუკა გუგეშაშვილის "პანსერაიკოსი" "პანათინაიკოსს" ესტუმრა და 1:3 დამარცხდა.

მიუხედავად ათენური გუნდის წაგებისა, ქართველმა მეკარებ ბრწყინვალე შეხვედრა ჩაატარა. ლუკამ ხსენებულ დაპირისპირებაში 17 სეივი დააგროვა, გმირობამდე კი სულ ცოტა დააკლდა.

რაც შეეხება მატჩის მიმოხილვას, მასპინძლებმა ანგარიში მე-10 წუთზე გახსნეს. თავი ტეტემ გამოიჩინა. გოლიდან ხუთიოდე წუშში ჟეფტე ბეტანჩორმა ანგარიში გაათანაბრა. შეხვედრის ბედი კი ცვლილებაზე შემოსულმა ფილიპ დურიჩიჩმა გადაწყვიტა, სერბმა ქართველი მეკარის კარი 81-ე და 88-ე წუთებზე აიღო.

ამრიგად, 5 ტურის შემდეგ პანსერაიკოსი 1 ქულით ბოლო, მე-14 პოზიციას იკავებს, მომდევნო
მატჩს კი საბერძნეთის თასზე "ლარისას" წინააღმდეგ 26 სექტემბერს გამართავს; შიდა ჩემპიონატის მე-6 ტურის შეხვედრას კი 30 სექტემბერს, სტუმრად "ლამიასთან" გამართავს.

მკითხველის კომენტარები / 5 /
გამაგიჟებენ ესენი აუტცაიდერ გუნდში, რომ წახვალ 17 სეივი გექნება მა რა გექნება.დდდდ
yoko
13:59 23-09-2024
17
პანას მე2 გოლზე მიცვალებულივით რომ იწვა კაცი... პატივი რატომ არ სცეს.
ლორდი
15:50 23-09-2024
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული