17 სეივი "პანათინაიკოსთან" - გუგეშაშვილის ბრწყინვალე მატჩი [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ბერძნული სუპერლიგის მე-5 ტურში ლუკა გუგეშაშვილის "პანსერაიკოსი" "პანათინაიკოსს" ესტუმრა და 1:3 დამარცხდა.

მიუხედავად ათენური გუნდის წაგებისა, ქართველმა მეკარებ ბრწყინვალე შეხვედრა ჩაატარა. ლუკამ ხსენებულ დაპირისპირებაში 17 სეივი დააგროვა, გმირობამდე კი სულ ცოტა დააკლდა.

რაც შეეხება მატჩის მიმოხილვას, მასპინძლებმა ანგარიში მე-10 წუთზე გახსნეს. თავი ტეტემ გამოიჩინა. გოლიდან ხუთიოდე წუშში ჟეფტე ბეტანჩორმა ანგარიში გაათანაბრა. შეხვედრის ბედი კი ცვლილებაზე შემოსულმა ფილიპ დურიჩიჩმა გადაწყვიტა, სერბმა ქართველი მეკარის კარი 81-ე და 88-ე წუთებზე აიღო.

ამრიგად, 5 ტურის შემდეგ პანსერაიკოსი 1 ქულით ბოლო, მე-14 პოზიციას იკავებს, მომდევნო
მატჩს კი საბერძნეთის თასზე "ლარისას" წინააღმდეგ 26 სექტემბერს გამართავს; შიდა ჩემპიონატის მე-6 ტურის შეხვედრას კი 30 სექტემბერს, სტუმრად "ლამიასთან" გამართავს.

მკითხველის კომენტარები / 5 /
მცველები პახმელიაზე იყვნენ
მამუკა
21:06 24-09-2024
0
მართლაც კარგი თამაში ქონდა შეეძლო გმირიც გამხდარიყო (ბოლომდე რო გაეძლო))და ანტიგმირიც, ერთ-ერთ მომენტში საპენალტე ეპიზოდი იყო და მსაჯთან მივარდა გიჟივით და ყვითელი მიიღო მერე ვარზე შემოწმდა ეგ ეპიზოდი და იქ რო პენალტი დანიშნულიყო ავტომატურად ყვითელიც ეკუთვნოდა და 3-4 წუთში მიღებული ორი ყვითლით თავს იძევებდა ცოტა მოთმინება მართებს პატარა ბიჭი აღარაა და თან ნაკრების მეკარის სტატუსი აქ, ისე არ გაუმართლა ერთის მხრივ თორე ამას რო 10-12 წლის წინ ეთამაშა ნაკრების პირველი ნომერი იქნებოდა ლორიას გამოჩენამდე,წარმატებები გუგეშას იმედია უყურებდნენ პანათინაიკოსის ბოსები მაგ თამაშს ტრიბუნიდან, ნუ ოლიმპიაკოსი და აეკიც წავა საწყის ეტაპზე
gel-100
20:52 24-09-2024
0

სიახლეები პოპულარული