გოჩოლეიშვილი ძირითად შემადგენლობაში დამკვიდრდა - "კოპენჰაგენმა" "ოლბორგს" სძლია

AutoSharing Option
დანიის სუპერლიგის მეცხრე ტურში „კოპენჰაგენმა“ საკუთარ მოედანზე „ოლბორგი“ 2:0 დაამარცხა.

მასპინძელთა გუნდის მცველი გიორგი გოჩოლეიშვილი მყარად დამკვიდრდა ძირითად შემადგენლობაში, ამჯერადაც აქტიური იყო, დაცვაშიც კარგად თამაშობდა და შეტევებშიც ერთვებოდა. 35-ე წუთზე მეტოქე გუნდის ნახევარმცველი მილიან ხიმენესი წააქცია და ყვითელი ბარათი მიიღო, 84-ე წუთზე კი შეცვალეს. ქართველის თამაში flashscore-მ 7.1 ქულით შეაფასა, sofascore-მ კი - 6.8 ქულით.

„კოპენჰაგენი“ 17 ქულით მესამე ადგილზეა, ლიდერ „მიდტიულანდს“ 4 ქულით ჩამორჩება და მომდევნო შეხვედრას 26 სექტემბერს, სტუმრად თასზე პირველი დივიზიონის „კიოგესთან“ გამართავს.

კოპენჰაგენი. „პარკენი“
კოპენჰაგენი - ოლბორგი
2:0

გოლები: 1:0 მატსონი (63), 2:0 ელიუნუსი (72)

altგოჩოლეიშვილმა პენალტი მოიპოვა - კაცნაკლულმა "კოპენჰაგენმა" გაიმარჯვა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 2 /
მინდა კიდე მოიმატოს ბევრი იმუშავე უბურთოდ თამაშზე და კიდე დღეს ინეტის ეპოქაში იდეალური საშუალება გაქვს შენს პოზიციაზე მოთამაშე ცნობილი ფეხბურთელები როგორ მოქმედებდნენ ან კიდე თანამედროვე მოქმედი ფფეხბ. კარგად შევისწავლიდი ბევრჯერ ნახვა და ვარჯიშებზე დამუშავება მინდა ნაკრებში გნახო.მჯერა შენი ბევრი შრომა და იდიალიზმამდე ანუ რო გაგაღვიძონ და გთხოვონ თერთმეტმეტრიანიდან სამჯერ ზედიზედ ძელს უნდა გაარტყა უნდა შეგეძლოს.
კახა
17:05 24-09-2024
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული