ჩაკვეტაძის "უოტფორდმა" ოთხმატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ჩემპიონშიფის მეშვიდე ტურში „უოტფორდმა“ საკუთარ მოედანზე „სანდერლენდი“ 2:1 დაამარცხა.

მასპინძლები პირველ ტაიმში ებოსელემ დააწინაურა, შესვენების შემდეგ იზიდორმა ანგარიში გაათანაბრა. „უოტფორდს“ მალევე შეეძლო ისევ წინ გასვლა, მაგრამ ჩაკვეტაძის კარგი პასი ბაიომ ვერ გამოიყენა. 74-ე წუთზე გიორგი შეცვალეს, მის ნაცვლად მოედანზე შესულმა ბამ კი პენალტი მოიპოვა და დელე-ბაშირუმ გამარჯვების მომტანი გოლი გაიტანა.

ქართველის თამაში ანალიტიკურმა საიტებმა დადებითად შეაფასეს: flashscore 7.5, sofascore 7.3, Whoscored 7.1.

„უოტფორდმა“ ყველა ტურნირზე ოთხმატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა, 13 ქულით მეშვიდე ადგილზეა და 2 ოქტომბერს გასვლაზე „პრესტონს“ დაუპირისპირდება.

უოტფორდი.
„ვიკარიჯ როუდი“

უოტფორდი - სანდერლენდი 2:1
გოლები: 1:0 ებოსელე (28), 1:1 იზიდორი (49), 2:1 დელე-ბაშირუ (84, პენ)

altჩაკვეტაძის მატჩის დღე და სტუმრად ქეცბაია - რომელი ტაქტიკით ითამაშებს "ნაპოლი"...

მკითხველის კომენტარები / 12 /
ვიდეო (10 წუთი)
https://youtu.be/T5i76h0n-SA?si=Jp6X_Qkv5Wi8N-P7
რეალობა
06:24 29-09-2024
0
კარგია ჩაკვეტაძე, დრიბლინგები, ტექნიკის დემონსტრირება, კარგია ეს ყველაფერი და ლამაზი სანახავია, მაგრამ თუ ადევნებთ უოტფორდის თამაშებს თვალს, სიმართლეა ეგ, რაც დაწერეს, რომ დამასრულებელ ფაზაში არ არის დამაჯერებელი. განსაკუთრებით მისი კარში დარტყმები, უმეტესობა სუსტი და არაზუსტია. ამიტომაც არ აქვს კარგი სტატისტიკა. იმედია, მიაქცევს ყურადღებას და თანდათან მოუმატებს ამაშიც.
Burton
04:15 29-09-2024
2

სიახლეები პოპულარული