ჩაკვეტაძის "უოტფორდმა" ოთხმატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ჩემპიონშიფის მეშვიდე ტურში „უოტფორდმა“ საკუთარ მოედანზე „სანდერლენდი“ 2:1 დაამარცხა.

მასპინძლები პირველ ტაიმში ებოსელემ დააწინაურა, შესვენების შემდეგ იზიდორმა ანგარიში გაათანაბრა. „უოტფორდს“ მალევე შეეძლო ისევ წინ გასვლა, მაგრამ ჩაკვეტაძის კარგი პასი ბაიომ ვერ გამოიყენა. 74-ე წუთზე გიორგი შეცვალეს, მის ნაცვლად მოედანზე შესულმა ბამ კი პენალტი მოიპოვა და დელე-ბაშირუმ გამარჯვების მომტანი გოლი გაიტანა.

ქართველის თამაში ანალიტიკურმა საიტებმა დადებითად შეაფასეს: flashscore 7.5, sofascore 7.3, Whoscored 7.1.

„უოტფორდმა“ ყველა ტურნირზე ოთხმატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა, 13 ქულით მეშვიდე ადგილზეა და 2 ოქტომბერს გასვლაზე „პრესტონს“ დაუპირისპირდება.

უოტფორდი.
„ვიკარიჯ როუდი“

უოტფორდი - სანდერლენდი 2:1
გოლები: 1:0 ებოსელე (28), 1:1 იზიდორი (49), 2:1 დელე-ბაშირუ (84, პენ)

altჩაკვეტაძის მატჩის დღე და სტუმრად ქეცბაია - რომელი ტაქტიკით ითამაშებს "ნაპოლი"...

მკითხველის კომენტარები / 8 /
ასეთი ფერმორმანსებით მაგას არავინ ჩამოაგლეჯს კალთებს. მეორე სეზონია გუნდშია და ორი კინკილა გოლის მეტი ვერ გაუტანია.
ტობი
20:12 28-09-2024
55
რატო მადისლაიკებთ, იქნებ მე ვცდები და გაიტანა გოლზე მეტი ინგლისში? დამიწერეთ სად და როდის?
ტობი
20:47 28-09-2024
5

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული