შეცვლაზე შესულმა კიტეიშვილმა "შტურმს" გამარჯვება მოუპოვა და გაალიდერა

AutoSharing Option
ავსტრიის ბუნდესლიგის მერვე ტურში „შტურმმა“ გასვლაზე „ბლაუ-ვაისს“ 2:1 მოუგო.

სტუმართა გუნდის ნახევარმცველი ოთარ კიტეიშვილი 58-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე, როდესაც ანგარიში 1:1 იყო. ის 71-ე წუთზე მცველმა სილვან ვალნერმა საჯარიმოში წააქცია, პენალტი თავად დაზარალებულმა ზუსტად შეასრულა და „შტურმს“ გამარჯვება მოუპოვა.

კიტეიშვილმა ორივე გუნდიდან ყველაზე მაღალი შეფასებები დაიმსახურა: Flashscore 8.6, sofascore 8.0.

„შტურმი“ 16 ქულით ლიდერია და მომდევნო შეხვედრას 2 ოქტომბერს სახლში ჩემპიონთა ლიგაზე „ბრიუგესთან“ ჩაატარებს.

ლინცი. „პერსონალ სტადიონი“
ბლაუ-ვაისი - შტურმი 1:2
გოლები: 0:1 ბიერეტი (18), 1:1 გოიგინგერი (33), 1:2 კიტეიშვილი
(71, პენ)

altკიტეიშვილმა 80 წუთი ითამაშა - ორკაცნაკლულმა "შტურმმა" "აუსტრიასთან" გამარჯვება ხელიდან გაუშვა

მკითხველის კომენტარები / 8 /
ერთ ერთი ყველაზე მუშა და მშრომელი ფეხბურთელი დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, დაუღალავი და თავმდაბალი: არადა უდიდეს სამუშაოს ასრულებს მოედანზე კლუბშიც და ნაკრებშიც. ძალიან მიყვარს და მეიმედება მისი. სულ წარმატებები კიტე!!!
david
21:30 28-09-2024
1
ბევრად მაღალი დონის კლუბში უნდა თამაშობდეს ვიდრე შტურმია, კიტეიშვილი ისეთი დონის ნახევარმცველია ასეთები ბევრი არ არიან, მოკლედ ქართველი მოდრიჩია და იმედია გაცილებით ძლიერ ჩემპიონატსა და კლუბში მალე მოხვდება.
ქომაგი
23:47 28-09-2024
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული