სტუმართა გუნდის ნახევარმცველი ოთარ კიტეიშვილი 58-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე, როდესაც ანგარიში 1:1 იყო. ის 71-ე წუთზე მცველმა სილვან ვალნერმა საჯარიმოში წააქცია, პენალტი თავად დაზარალებულმა ზუსტად შეასრულა და „შტურმს“ გამარჯვება მოუპოვა.
კიტეიშვილმა ორივე გუნდიდან ყველაზე მაღალი შეფასებები დაიმსახურა: Flashscore 8.6, sofascore 8.0.
„შტურმი“ 16 ქულით ლიდერია და მომდევნო შეხვედრას 2 ოქტომბერს სახლში ჩემპიონთა ლიგაზე „ბრიუგესთან“ ჩაატარებს.
ლინცი. „პერსონალ სტადიონი“
ბლაუ-ვაისი - შტურმი 1:2
გოლები: 0:1 ბიერეტი (18), 1:1 გოიგინგერი (33), 1:2 კიტეიშვილი
კიტეიშვილმა 80 წუთი ითამაშა - ორკაცნაკლულმა "შტურმმა" "აუსტრიასთან" გამარჯვება ხელიდან გაუშვა