ჩაკვეტაძის "უოტფორდმა" "მიდლსბროს" თამაში შემოუტრიალა და გაიმარჯვა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ჩემპიონშიფის მეცხრე ტურში „უოტფორდმა“ საკუთარ მოედანზე „მიდლსბრო“ 2:1 დაამარცხა.

სტუმრები 76-ე წუთამდე 0:1 მარცხდებოდნენ, მაგრამ შემდეგ შეცვლაზე შესულმა ედო კაიემბემ და კვადვო ბაამ გაიტანეს გოლები და „უოტფორდმა“ გამარჯვება მოიპოვა.

მასპინძელთა გუნდის ნახევარმცველმა გიორგი ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშა და 90+5-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო. მისი გარჯა ანალიტიკურმა საიტებმა შეაფასეს: sofascore 7.0, flashscore 6.8, whoscored 6.6.

„უოტფორდი“ 16 ქულით მეექვსე ადგილზეა და მომდევნო მატჩს 19 ოქტომბერს გასვლაზე „ლუთონთან“ ჩაატარებს.

უოტფორდი. „ვიკარიჯ როუდი“
უოტფორდი - მიდლსბრო 2:1
გოლები: 0:1 ედმუნდსონი (54),1:1 კაიემბე (76), 2:1
ბაა (87)

alt"უოტფორდმა" 0:3 წააგო - ჩაკვეტაძე თავის გუნდში საუკეთესო იყო

მკითხველის კომენტარები / 8 /
100მატჩი და 1 გოლი.დონეა რა!?
ჯანაშია ვაგნერი.
10:42 06-10-2024
8
ვიდეო (10 წუთი)
https://youtu.be/-UmKYvAvDdA?si=H1DOuhW1ZFsX19Bu
ქ. გ.
09:57 06-10-2024
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული