მიქაუტაძე მოედანზე 83-ე წუთზე გამოჩნდა - "ლიონმა" "ნანტი" დაამარცხა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ლიგა 1-ის მეშვიდე ტურში "ლიონმა" საკუთარ მოედანზე "ნანტი" 2:0 დაამარცხა.

მასპინძელთა გუნდის თავდამსხმელმა გიორგი მიქაუტაძემ თამაში სათადარიგოთა სკამიდან დაიწყო და მოედანზე 83-ე წუთზე ვიხილეთ. გიორგიმ ალექსანდრ ლაკაზეტი შეცვალა.

"ლიონიდან" თავი 22-ე წუთზე ნიკოლა ტალიაფიკომ გამოიჩინა, 54-ე წუთზე კი "ნანტის" მცველმა ნიკოლას პალოიმ ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა.

"ლიონი" 10 ქულით მე-7 ადგილზეა და მომდევნო შეხვედრას 20 ოქტომბერს გასვლაზე "ჰავრთან" ჩაატარებს.

ლიონი. "გრუპამა სტადიუმი"
ლიონი - ნანტი
გოლები: 1:0 ტალიაფიკო (22), 2:0 პალოი (54, ავტოგოლი).

მკითხველის კომენტარები / 1 /
ნიჭიერი ბიჭია გიორგი, მაგატი ბომბარდირი და საყვარელი ვინმეა :)) მარა დიდი სიბრძნით, როგორც ჩანს არ გამოირჩევა. ჯერ აიაქსში მახსოვს ადამიანი რომ საკაცით გაიყვანეს და გაჩერდა თამაში, ხალხი ლამისნგლოვობდა სტადიონზე ისეთი ატმოსფერონიყი და ეს დს კიდევ ორი მხიარული გამოვიდა და სიცილით ბურთს აგორებდნენ სტადიონზე, სანამ სტვენით და გინებით არ გააგდო გულშემატკივრებმა. მაშინ ცოტა შემეოარა რჭვი მის ადეკვატურობაში, მარა მონაკოს რომ დაადო ბოლო წუთას, თან აიაქსის მერე და მაეთალია მშობლიურ გუნდში, მარა იქ სადაც არ გეგმავდნენ მის ყიდვას ,იქ გადავიდა, მინიმუმ მეტი უნდა ეფიქრა. მონაკო ხომ დიდი ხანია აკვირდებოდა და ესეიგი იცოდა იმ მწვრთნელმა ამ კაცის შესაძლებლობები და რაღაც პროეწტში სვამდა. აქ კიდევ ამ მწვრთნელმა ეგრევე ლაკაზეტის შემცვლელად და კონკურენტად დასვა, ანუ კონტრაქტში არც არაფერი იყო ჩადებული ძირითადის გარანტიებზე და თან იმ ადგილას, სადაც გიორგის სურდა. ეტყობა ამიტომ მთლად დიდ გამჭრიახიბასთან არ გვაქვს საქმე. ვისურვებდი ბომბარდირი უფრო მონდომებით ჩაერთოს ართმევებში, რომ დაბრუნდეს ძირითადში. ძალიან ინერტული იყო რასაც ვუყურებდი და აიაქსშიც იგივეს აბრალებდნენ, რომ მარტო ლოდინშია პასის , ისიც ცენტრალურ თავდამსხმელის ადგილას დს გუნდს სწორედ იქამდე ვერ მიაქვს ხშირად ბურთი. იქაც ლაკაზეტია. ამიტო ცოტა მოინდომე გიორგი, ცოტა აქტიურად გაეხსენი ქვემოთ პარტნიორებს
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული