ქართველი მცველი "კარლსრუეში" სინჯებზე იმყოფება

AutoSharing Option
საქართველოს 19-წლამდე ნაკრების ცენტრალურმა მცველმა ალექსანდრე ნარიმანიძემ (სიმაღლე 192 სმ) შეიძლება კარიერა გერმანიაში გააგრძელოს.

bnn-ის ცნობით, ნარიმანიძე "კარლსრუეში" სინჯებზე იმყოფება, რომლის ღირსებასაც ბუდუ ზივზივაძე იცავს. ნარიმანიძე "იბერია 1999"-ის აღზრდილია, მიმდინარე სეზონში კი ეროვნული ლიგის 12 მატჩში მიიღო მონაწილეობა. 2023 წელს ალექსანდრე 19-წლამდელებს შორის საქართველოში საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს.

გახდება თუ არა ის "კარლსრუეს" ფეხბურთელი, უახლოეს მომავალში გაირკვევა.

მკითხველის კომენტარები / 3 /
არ ვიცი ამ ბიჭის თამაში,მაგრამ 192სმ,თუ საუკეთესო გახდა ახალგაზრდებში ესეიგი მარტო სიმაღლეში არ არის საქმე და ბურთიც ეცოდინება.ალბათ საინტერესო ფეხბურთელია
Levani
10:42 09-10-2024
0
ძალიან რთულია იყო რომ ამ ბიჭის დიდი პოტენციალი და საფეხბურთო ინტელექტი ვერ შეგემჩნია ახალგაზრდულში ან საბურთალოში. კარლსრუე იდეალური იქნებოდა მისთვის ფიზიკის და ინტენსივობის კიდე უფრო მოსამატებლად. მერე უკვე უმაღლეს დონეზეც პრობლემის გარეშე ითაშებდა. ყველაფერი აქვს ალექსანდრეს რომ ნაკრების მომავალი ცენტრი გახდეს გოგლიჩიძესთან და საზონოვთან ერთად!
სოსო
00:02 10-10-2024
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული