"გაასხვისებს "ლიონი" მიქაუტაძეს? - მწვრთნელი წინააღმდეგია" - ფრანგული მედია

AutoSharing Option
Ferveur Lyonnaise-ს მტკიცებით, „ლიონის“ თავდამსხმელს, გიორგი მიქაუტაძეს შეიძლება ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისას გუნდის დატოვება მოუწიოს.

გამოცემა წერს, რომ მიქაუტაძე შორსაა იდეალური ფორმისგან, ვითარებას ლიგა 1-ის კლუბები აკვირდებიან, რომელთა შორის „რენია“ და თუ ამინ გუირის და არნო კალიმუენდოს გაყიდიან (მათზე დიდი მოთხოვნაა), ქართველის დამატებას შეეცდებიან.

ფრანგული foot01 წერს, რომ მიქაუტაძე ზაფხულში „მონაკოში“ გადასვლასთან ახლოს იყო, მაგრამ ბოლო მომენტში „ოლიმპიკმა“ ბონუსების გარეშე 18.5 მილიონ ევროდ შეიძინა, რაც იმის გათვალისწინებით, რომ ქართველმა „მეცში“ სეზონის მეორე ნახევარი შესანიშნავად ჩაატარა და ევროპის ჩემპიონატზეც წარმატებულად იასპარეზა, ქაღალდზე
ოსტატურ გარიგებად მოჩანდა, თუმცა მან იმედები ვერ გაამართლა - ყველა ტურნირზე რვა მატჩში თამაშში უმეტესად შეცვლაზე შევიდა და გოლი ჯერ ვერ გაიტანა.

აღნიშნულია, რომ მწვრთნელმა პიერ საჟმა იდეალურ შემტევ ტრიოს (ალეკსანდრ ლაკაზეტი, მალიკ ფოფანა, რაიან შერკი) მიაგნო, რაც მიქაუტაძისთვის სერიოზული დარტყმაა, თუმცა გუნდის თავკაცი გიორგის გაყიდვის წინააღმდეგია, რამეთუ მომავალში ცენტრფორვარდის პოზიციაზე ნებისმიერ შემთხვევაში მთავარ კანდიდატად განიხილავს და ფეხბურთელი, რომლის პროფესიონალიზმი ბოლო კვირების განმავლობაში ეჭვქვეშ დგას, გალიის დედაქალაქში ამ ნდობის ღირსი უნდა იყოს.

საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვილი სანიოლმა ალბანეთთან დამარცხების შემდეგ განაცხადა, რომ მიქაუტაძეს რთული პერიოდი აქვს, კლუბში უთამაშებლობა მასზე უარყოფითად აისახა, გუნდისთვის ბევრი რამ გააკეთა, მომავალშიც მხარს დაუჭერენ, მაგრამ თუ სიტუაცია ვერ გამოასწორა, ეს ნაკრებში მის მდგომარეობაზე გავლენას მოახდენს.

მკითხველის კომენტარები / 7 /
მოვა თქვენი ენის ჩაგდების დროც დაუმსახურებლად რო აკრიტიკებთ ჟორჟს ამ მაგარ ბიჭს,,აუცილებლად გაიხსნება ლიონში დაიმახსოვრეთ ჩემი სიტყვები, ჟორჟს ყველგან ჭირდება ხომე 15-თამაშამდე ადაპტაციისთვის და გუნდთან შეჩვევისთვის აი მერე კი თვალეთ მისი გოლები,,თუარადა ცოტა რომც შეფერხდეს ლაკაზეტს ამ სეზონის ბოლოს ეწურება კონტრაქტი რომელიც გადაწყვეტილად არ ხანგრძლივდება და მომდევნო სეზონიდან უკვე უეჭველად სასტარტოს წევრი იქნება ჟორჟი, თუმცა დაიმახსოვრეთ 15-თამაშამდე როცა მიაღწევს ამ სეზონშივე მოგვცემს იმის საბაბს რო დარწმუნებით ვთქვათ გაამართლა მისმა ტრანსფერმა თუ ვერა
gel-100
21:15 16-10-2024
0
ცენტრალურ თავდამსხმელსპასების დროულად მიმწოდებელი ესაჭიროებათ,ნაკრებში ნახევარდაცვა ბოლო მატჩებში ცუდად კრავს დაცვას თავდასხმასთან,საფრანგეთში კი ფოფანები და ლაკაზეტები,უფრო ერთმანეთში,ათამაშებენ ბურთს,მიქელაძის იგნორირებას,შეკრეს "ფერადების"ალიანსი,ფრანგულ ფეხბურთში ეს მოდის.თქვენ კი აყევით ამ ყველაფერს და ქართველები,ქართველს დაუმსახურებლად ლანძღავთ,ფეხბურთი რთულია, -როგორც ყველაფერი,ცოდნას საჭიროებს და თავის დროზეც მოქმედებას,ზუსტად,არც მანამდე,არც მერე.
მ.ზ.
09:16 16-10-2024
6

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული