"მისი მოთხოვნები გაზვიადებულია, ბელინგემი ხომ არ არის?!" - "ლაციოს" ყოფილი ფეხბურთელი "კვარაზე"

AutoSharing Option
რომის "ლაციოს" ყოფილმა ფეხბურთელმა ფერნანდო ორსიმ, რომელიც ამჟამად Sky Sports-ზე კომენტატორად მუშაობს, ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა.

ორსის თქმით, ხვიჩას მოთხოვნები ახალ კონტრაქტთან დაკავშირებით გაზვიადებულია.

"მისი მოთხოვნები, ვგულისხმობ წელიწადში 8 მილიონ ევროს, ვფიქრობ, რომ გაზვიადებულია. ასეთ კონტრაქტს რომ ითხოვ, ბელინგემის მსგავსი ჩემპიონი უნდა იყო", - განაცხადა ორსიმ.

შეგახსენებთ, ხვიჩა კვარაცხელიას "ნაპოლისთან" მიმდინარე ხელშეკრულება 2027 წლის ზაფხულში ეწურება, მხარეები ახალ კონტრაქტთან დაკავშირებით შეთანხმებას ჯერჯერობით ვერ აღწევენ.

altკვარაცხელია თუ ნერესი. "არ მესმის, რა უნდა ამ ხალხს ქართველისგან?" - ფედელე

ხვიჩას გამოექომაგა

alt"კონტრაქტი არაფერ შუაშია, ხვიჩა ამის გამოა შეშინებული" - ალვინომ კვარაცხელიაზე ისაუბრა

მკითხველის კომენტარები / 19 /
რა ჩემპიონიც არის ბელინგემი დაამტკიცა ევროზე.
ინგლისის ნაკრების ჩავარდნით და რომ ვერაფრით ულიდერა
0
ლავრენტას შეკვეთას ასრულებს ეს ტიპი. ჯერ კონტე, ახლა ეს. აწვებიან ხვიჩას რომ გატყდეს. ეს სსრკ ჯუღელიც ხომ ვერ მოიშორა, რა.
გიორგი
10:02 19-10-2024
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული