კვარაცხელია თუ ნერეში ძირითადში - კონტემ "ემპოლისთან" მატჩისთვის საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო

AutoSharing Option
იტალიური Sky Sport-ის ინფორმაციით, ანტონიო კონტემ სერია A-ს მე-8 ტურის შეხვედრისთვის, სადაც "ნაპოლი" გასვლაზე "ემპოლის" დაუპირისპირდება, შემადგენლობაზე საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო.

იტალიელმა მატჩისწინა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ დავიდ ნერეშის სათადარიგოთა სკამზე დასმა უჭირს, რის გამოც მასსა და კვარაცხელიას შორის არჩევანის გაკეთება მოუწევდა.

იტალიელმა საბოლოოდ, მაინც ქართველი ამჯობინა და ძირითად შემადგენლობაში საბა გოგლიჩიძის გუნდის წინააღმდეგ სწორედ ის იქნება.

"პარტენოპეის" რიგებში ორ ცვლილებას ვიხილავთ. მატიას ოლივეირა სანაკრებო პაუზის შემდეგ გა
დაღლილია და მის ადგილს ლეონარდო სპინაცოლა დაიკავებს, სტანისლავ ლობოტკას კი ბილი გილმური ჩაანაცვლებს.

Sportall.Ge

შეხსენებისთვის, "ემპოლისა" და "ნაპოლის" შეხვედრა 20 ოქტომბერს თბილისის დროით 14:30 საათზე დაიწყება.
მკითხველის კომენტარები / 22 /
ქვარაცხელიას პატივს ვცემ და მიხარია, რომ ქართველი და წარმატებულია, მაგრამ მისი თამაში დღითიდღე უარესდება და ეს ძალიან მწყინს. უფრო მეტი უნდა გააკეთოს, როგორც ეროვნულ გუნდში, ასევე საკლუბო დონეზე, რადგან სხვაგვარად არაფერი გამოვა. დღეს მსოფლიოში უამრავი კარგი ფეხბურთელია და ის კაშკაშა ვარსკვლავი, რომელიც მისი სახით იყო, არ უნდა ჩაქრეს.






ბ.ღ
22:50 19-10-2024
2
რას უკეთებს?დე ლაურენტისი,ქართველ ფეხბურთელს,ეგ ვერანა.ნერეშსაც კი მეტი ანაზღაურება აქვს ხვიჩაზე,პოლიტზნოსაც და თვით კონტესაც კი ჯერადად მეტი,და სულ კაბალური ,ფეხბურთელისთვის ხელისშემშლელი და დროით ხანგრძლივი კონტრაქტის გამო,შესყიდვის დაბალი ფასით დაწყებული,ბრაზილიელი ბენფიკას ოცდააყ მილიონ დალარად მიეყიდა ნაპოლის,ძლიერი კონტრაქტით ფეხბურთელისთვის,ჩვენები კი "ჩაისვარენ"ოცდაშვიდ წლამდე,ხვიჩასთვის გამოუსწორებელი,ზარალით,იმ დროს როცა კვარაცხელია ლუკაკუსავით,თუ არა მეტად ,გამოსადეგია ნაპოლის წინსვლისთვის,ასაკითაც კი,დატვირთვების მხრივ "სჯობს" ბელგიელ "ფერადს"
მ.ზ.
20:39 19-10-2024
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული