დიდი ზეწოლა ხვიჩაზე - როგორი იქნება "ემპოლისთან" "ნაპოლის" სასტარტო შემადგენლობა?

AutoSharing Option
დღეს, სერია A-ს მერვე ტურში "ნაპოლი" გასვლაზე "ემპოლის" დაუპირისპირდება. მასპინძელთა გუნდის ძირითად შემადგენლობაში უეჭველი იქნება საბა გოგლიჩიძე. რაც შეეხება ხვიჩა კვარაცხელიას, როგორც ჩანს, მასზე ზეწოლას იმის გამო ახორციელებენ, რომ კონტრაქტს არ ახანგრძლივებს და დავიდ ნერესის სახით ალტერნატივა უბრალოდ მოუგონეს, ზეწოლისათვის პრობლემა ხელოვნურად შეუქმნეს.

Rai-ს ჟურნალისტმა ენრიკო ვარიალემ განაცხადა, რომ საქმე ხელშეკრულების განახლებაშია, საკითხი კლუბს სეზონის დაწყებამდე უნდა მოეგვარებინა, ნერესი კარგი ფეხბურთელია, მაგრამ კონტე არასოდეს არ დათმობს ქართველს. ვარიალეს მოსაზრებას იზიარებს მისი კოლეგა ჩიჩო მაროლდა, რომლის თქმით, ეს ყველაფერი თანამშრომლობის გაგრძელებასთანაა დაკავშირებული, რამეთუ
ხვიჩას აგრძნობინეს, რომ თუ წინადადებას არ დათანხმდება, მისი მზა შემცვლელი ჰყავთ, წლიურ ხელფასზე 6-მილიონიანი შეთავაზება ურიგო არ არის, თუმცა თუ აგენტს სხვა კლუბი უკეთეს პირობებს სთავაზობს, ეს სულ სხვა საკითხია.

"ნაპოლის" პრეზიდენტ აურელიო დე ლაურენტისთან დაახლოებული ჟურნალისტი კარლო ალვინო ირწმუნება, რომ კონტე "კვარას" სასტარტოში დააყენებს, საუკეთესო ფორმაში არ არის და მიუხედავად ამისა, ყველას პასუხი მოედნიდან უნდა გასცეს. Spazionapoli აღნიშნავს, რომ საქართველოს ნაკრებიდან კვარაცხელია კარგ ფიზიკურ ფორმაში არ დაბრუნდა, მაგრამ მაინც პირველივე წუთიდან დაიწყებს თამაშს.

Sky Sport-ი "ნაპოლის" ძირითად შემადგენლობას ასახელებს: კაპრილე, დი ლორენცო, რაჰმანი, ბონჯორნო, სპინაცოლა, ანგისა, გილმორი, მაკტომინეი, პოლიტანო, კვარაცხელია, ლუკაკუ.

ერთი სიტყვით, "ნაპოლის" და განსაკუთრებით ხვიჩას დღეს სერიოზული გამოცდა ელით გუნდთან, რომელიც დაცვითი ხაზით, თამაშის ორგანიზაციითა და პრაგმატიზმითაა გამორჩეული. ისიც ნუ დაგვავიწყდება, რომ გასულ სეზონში "ემპოლიმ" ჩემპიონატზე "ნაპოლის" ორივე მატჩი მოუგო.

შეხვედრა "კარლო კასტელანიზე" თბილისის დროით 14:30 საათზე დაიწყება.

მკითხველის კომენტარები / 4 /
კაცი თვის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა, კომოს წინა თამაშზე მონცას გაუტანა. შეფასებებით ხუთეულში სტაბილურად შედის, ბომბარდირთა დავაში 6-7 ადგილებს იყოფს, მისი თამაშის ყურება ერთი სიამოვნებაა და ეგ დებილები ამბობენ ფორმაში არააო. უნდათ შანტაჟით დაბალ ხელფასზე მოაწერინონ ხელი. კვარას გათვლა ფულის გაკეთება არაა, კვარას გათვლა არის ყველაზე მაღალი ხელფასი ჰქონდეს, რაც საბაზრო ეკონომიკის კაპიტალისტურ სივრცეში აპრიორში პოატივისცემას ნიშნავს და მეორეც დიდი ხელფასი რომ ექნება ის ჟმოტი კაცი ადვილად გაყიდის ვიდრე მაშინ როცა 3-4 მილიონი ექნება. მოკლედ კვარა თუ კითხულობ მაგრად დაიკიდე არ მოაკლო 1 ცენტიჩ შენს სიტყვას და მიაკალი ვარჯიშებზე თავი. ფეხები ვერ მოგჭამონ. ნერეში მაგარია შენს მიერ გადაქანცულ მცველებთან რომ შემოდის მაშინ ისე გამოჩნდება რომ არაფერი განსაკუთრებული არაა. გოგლიჩიძე ჩაისვამს ჯიბეში
მამია
11:49 20-10-2024
0
ლობჟანიძეს შეუგდია ისევ კარგი გოლი ღამით მლსში
Levani
11:46 20-10-2024
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული