ლა ლიგის მეათე ტურში „ვალენსია“ საკუთარ მოედანზე „ლას-პალმასთან“ 2:3 დამარცხდა.
„ვალენსიას“ გულშემატკივრები იმედოვნებდნენ, რომ რთული მატჩები უკან მოიტოვეს და ქულების მოპოვებას დაიწყებდნენ, მაგრამ აუტსაიდერთან მარცხი განიცადეს.
მატჩი მასპინძელთა შეტევებით დაიწყო, კამპანიამ საჯარიმოში ბარენეჩეა წააქცია და პეპელუმ პენალტით თავისი გუნდი დააწინაურა. სტუმრებმა იერიშებით უპასუხეს, მამარდაშვილმა ფაბიუ სილვას არ გაატანინა. პირველი ტაიმის დასასრულს გიორგიმ იანუზაის დარტყმული ბურთი მოიგერია, მაგრამ დამატებაზე ყველას მუნიოსმა დაასწრო და ანგარიში გაათანაბრა.
შესვენების შემდეგ „ლას-პალმასმა“ ზეწოლა გააძლიერა, ქართველმა ორჯერ გადაარჩინა თავისი გუნდი, თუმცა „ღამურების“ დაცვა ისევ ჩავარდა და ფაბიუ სილვამ გაიტანა. 69-ე წუთზე შეხლა-შემოხლისას პეპელუსთან შეჯახების შედეგად როდრიგესი წაიქცა და მსაჯმა ვალენსიელი გააძევა. მერე პირისპირ გასულ დუროს გატანა „ვალენსიას“ ყოფილმა მეკარემ სილესენმა არ დაანება, ხოლო სწრაფი კონტშეტევისას მამარდაშვილის კარი მოლეირომ დალაშქრა. კომპენსირებულ ტარეგამ ანგარიში თავურით შეამცირა, ბოლოს კუთხურისას და საჯარიმოსას მოწინააღმდეგის საჯარიმოში ქართველი მეკარეც ჩავიდა, მაგრამ ამან შედეგი ვერ გამოიღო და - 2:3.
მამარდაშვილის თამაში ანალიტიკურმა საიტებმა შეაფასეს: sofascore 6.5, whoscored 6.1, flashscore 5.9.
„ვალენსიას“ 6 აქვს, ბოლო, მეოცე ადგილზე დაქვეითდა და 27 ოქტომბერს გასვლაზე „ხეტაფეს“ დაუპირისპირდება.
ვალენსია. „მესტალია“
ვალენსია - ლას-პალმასი 2:3
გოლები: 1:0 პეპელუ (14, პენ), 1:1 მუნიოსი (43), 1:2 ფაბიუ სილვა (53), 1:3 მოლეირო (84), 2:3 ტარეგა (60+4)
გაძევება: პეპელუ (69, ვალენსია)