ჩაკვეტაძის "უოტფორდმა" ორი წაგების შემდეგ გაიმარჯვა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ჩემპიონშიფის მეთორმეტე ტურში „უოტფორდმა“ სახლში „ბლექბერნს“ 1:0 სძლია.

მასპინძელთა გუნდის ნახევარმცველმა გიორგი ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშა და ყვითელი ბარათი მიიღო - შეფასებები: sofascore 7.0, flashscore 7.0, whoscored 6.5.

„უოტფორდმა“ ზედიზედ ორი წაგების შემდეგ გაიმარჯვა, 19 ქულით მეშვიდე ადგილზეა და 2 ნოემბერს შეფილდში „უენსდეის“ დაუპირისპირდება.

უოტფორდი. „ვიკარიჯ როუდი“
უოტფორდი - ბლექბერნი 1:0
გოლი: კაიემბე (71, პენ)

მკითხველის კომენტარები / 1 /
ვულოცავ გიორგის, კარგი პასები აკეთა, შეიძლება ითქვას გუნდის ლიდერია. წარმატებები გიორგის და საქართველოს ნაკრებს!
თენგაბი
05:37 27-10-2024
0

სიახლეები პოპულარული