ლა ლიგის მეთერთმეტე ტურში „ვალენსია“ გასვლაზე „ხეტაფეს“ დაუზავდა - 1:1.
მასპინძლები 0:1 მარცხდებოდნენ, მაგრამ 90-ე წუთზე პენალტით ანგარიშის გათანაბრება შეძლეს. შემდეგ მამარდაშვილმა "ღამურები" ორჯერ აშკარა გოლისგან იხსნა. "მუნდო დეპორტივომ" მატჩის მიმოხილვა სათაურით გამოაქვეყნა - "ქართველმა თავის გუნდს ქულა მოუპოვა". გამოცემა აღნიშნავს, რომ მისი ორმაგი მოგერიება საოცარი, წარმოუდგენელი და შესაძლოა, წლის სეივი იყო.
მამარდაშვილის თამაში ანალიტიკურმა საიტებმა შეაფასეს: sofascore 7.4, whoscored 7.0, flashscore 6.7.
„ვალენსია“ 7 ქულით აუტსაიდერია და მომდევნო შეხვედრას 31 ოქტომბერს, თასზე სტუმრად ქვედალიგურ „პარლა ესკუელასთან“ გამართავს.
ხეტაფე. „ალფონსო პერესი“
ხეტაფე - ვალენსია 1:1
გოლები: 0:1 ბარენეჩეა (36), 1:1 არამბარი (90, პენ)
რუსულ არხებზე კი არ უყურებდით, პირატულზე უყურებდით და ფულს თუ არ იხდი, პრეტენზიაც არ უნდა გქონდეს, პირატულზე რომ გიწევს გადასვლა.