მამარდაშვილი გაფრინდა, მოიგერია, ისევ მოიგერია და "ვალენსიას" "ხეტაფესთან" ქულა მოუპოვა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ლა ლიგის მეთერთმეტე ტურში „ვალენსია“ გასვლაზე „ხეტაფეს“ დაუზავდა - 1:1.

მასპინძლები 0:1 მარცხდებოდნენ, მაგრამ 90-ე წუთზე პენალტით ანგარიშის გათანაბრება შეძლეს. შემდეგ მამარდაშვილმა "ღამურები" ორჯერ აშკარა გოლისგან იხსნა. "მუნდო დეპორტივომ" მატჩის მიმოხილვა სათაურით გამოაქვეყნა - "ქართველმა თავის გუნდს ქულა მოუპოვა". გამოცემა აღნიშნავს, რომ მისი ორმაგი მოგერიება საოცარი, წარმოუდგენელი და შესაძლოა, წლის სეივი იყო.

მამარდაშვილის თამაში ანალიტიკურმა საიტებმა შეაფასეს: sofascore 7.4, whoscored 7.0, flashscore 6.7.

„ვალენსია“ 7 ქულით აუტსაიდერია და მომდევნო შეხვედრას 31 ოქტომბერს, თასზე სტუმრად ქვედალიგურ „პარლა ესკუელასთან“ გამართავს.

ხეტაფე. „ალფონსო პერესი“

ხეტაფე - ვალენსია 1:1
გოლები: 0:1 ბარენეჩეა (36), 1:1 არამბარი (90, პენ)

მკითხველის კომენტარები / 8 /
https://www.valenciacf.com/mamardashvili-asistira-a-la-gala-del-balo-dor-2024
ქ. გ.
13:55 28-10-2024
0
რა შუაშია ობიექტურობის დაკარგვა ტრანსლაციასთან? ძვირი ღირს ლა-ლიგის ტრანსლაციაც და მით უმეტეს UFC და რა გასაკვირია, რომ ფულის ამოღებას ცდილობენ ეგეთი კომპანიები? ქართველები კი დაჩვეულები არიან ყველაფრის უფასოდ მიღებას, მაგრამ სპორტში ფული სწორედ ამ ტრანსლაციებით ტრიალებს და ყურება თუ გინდა, უნდა გადაიხადო, ღარიბმა ქვეყანამაც და მდიდარმაც.
რუსულ არხებზე კი არ უყურებდით, პირატულზე უყურებდით და ფულს თუ არ იხდი, პრეტენზიაც არ უნდა გქონდეს, პირატულზე რომ გიწევს გადასვლა.
nika
10:14 28-10-2024
5
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული