არსებობს მატჩები, რომელთა წინაც მკითხველიც შეამჩნევს, რომ კვარაცხელიას გოლის განსაკუთრებით გვწამს. ესაა, როცა თითქოს მის კრიზისსა და ცუდ ფორმაზე საუბრობენ და მაშინ, როცა რაღაც ცუდი სერია უნდა დასრულდეს და ახალი დაიწყოს.
ხშირად ჩვენი წინათგრძნობა მართლდება, ხვიჩა კი ჟესტით
ნეაპოლელთა მაისურით "კვარადონას" უკეთესი მატჩები გვინახავს, თუმცა ეს იყო შემთხვევა, როცა ფეხბურთელი კლასის დემონატრირებას ახდენს და ასე იშვიათად ჩავარდნილ საგოლე შანსს მაღალოსტატურად იყენებს. საერთოდაც, 77-ე ნომრისთვის ეს იდეალური ვითარებაა, როცა ბურთს მარცხენა ფლანგზე იღებს, ცენტრში შედის და ურტყამს. თანაც, გავიხსენოთ ამ დროს მინდორზე არსებული ვითარება - კონტეს გუნდს ერთბურთიანი უპირატესობა ჰქონდა, ტრადიციულად, ინიციატივას მოწინააღმდეგეს უთმობდა და საგოლე ეპიზოდი თუ ექნებოდა, მილანელები იქეთ უნდა დაესაჯა. ყველაფერი ასეც მოხდა და ხვიჩამ საბოლოო შედეგის კონტურები პირველივე ტაიმში მოხაზა.
მნიშვნელოვანია, ფეხბურთელის თამაში გუნდის ტაქტიკაში განვიხილოთ. კვარაცხელიას დაცვაში საკმაო დროის გატარება უწევს და თუკი მისი გუნდი კონტრშეტევას ახორციელებს, ჩვენებურს დიდი მანძილის, საკუთარი ნახევრიდან, დაფარვა სჭირდება. ამ დროს შესაძლოა, ბევრი იყოს ბურთის დაკარგვა, თანაც "კვარა" ხომ ის სტილის ფეხბურთელი არაა, დრიბლინგზე, თუნდაც რამდენიმე მეურვის გარემოცვაში, არ იფიქროს და ზედმეტი რისკის ასარიდებლად, სიტუაცია დაამშვიდოს. გასაგებია, გულშემატკივრები მისგან რამდენჯერმე ითხოვენ იმას ან არანაკლებს, რაც ერთხელ გააკეთა, მაგრამ ანტონიოს ფეხბურთში ცოტა სხვაგვარადაა, სპალეტის გუნდთან პირდაპირ შედარებას ვერ გავაკეთებთ. რასაც დღეს ვხედავთ, წინა სეზონთან შედარებით გაცილებით ორგანიზებული, ზონებს შორის დაბალანსებული და "მოწყურებული" გუნდია. ყველაფერს თავისი ღირებულება გააჩნია.
რამ შეიძლება შეუქმნას საფრთხე "ნაპოლის" დღევანდელობას? გუნდი გადაეჩვია გაშვებას და შესაბამისად, თუკი თამაშის გადარჩენის საჭიროება დაუდგება, მასთან ცოტა გაუცხოება ექნება. მეორე - შეუძლებელია, მსგავსი ტაქტიკის დროს თავი ყოველთვის ისე დაიცვა, როგორც ეს "მილანთან" მოხდა. იქ მცირე თამაშგარის გამო გოლის გაუქმება და სხვა ფაქტორები იყო, რომლებიც ყოველთვის ვერ იმიშავებენ. "ნაპოლის" ამბიციების შესახებ უფრო მეტს ნოემბრის შემდეგ ვიტყვით, როცა გუნდი დატვირთულ კალენდარსა და ძლიერ მეტოქეებს გადააბიჯებს!..
ხვიჩას ჩინებული გოლი - "ნაპოლიმ" სტუმრად "მილანს" მოუგო [VIDEO]
რობი
21:04 29-10-2024"