ის, რაც კვარაცხელიას მოედანზე შეუძლია და როცა მისი გვწამს - ტაქტიკიდან გამომდინარე მთავარი სირთულე...

AutoSharing Option
..."და, რაც კი ქვეყნად ამ ჩემს თვალს უეცრად მოეჩვენების, მარტოდენ ანარეკლია მაგ ღვთაებრივი შვენების..." - გალაკტიონი სათქმელს მარტივად და ყოვლისჩამწვდენად არა, მაგრამ ზუსტად და მოხდენილად ამბობს. ის, რისი შემოთავაზებას ხვიჩა კვარაცხელიას მოედანზე შეუძლია, მართლაც რაღაც ზებუნებრივია, ჩვენთან ჯერარნახულად შემოჭრილი და ჟანგბადით გაჯერებული.

არსებობს მატჩები, რომელთა წინაც მკითხველიც შეამჩნევს, რომ კვარაცხელიას გოლის განსაკუთრებით გვწამს. ესაა, როცა თითქოს მის კრიზისსა და ცუდ ფორმაზე საუბრობენ და მაშინ, როცა რაღაც ცუდი სერია უნდა დასრულდეს და ახალი დაიწყოს.

Sportall.Ge

ხშირად ჩვენი წინათგრძნობა მართლდება, ხვიჩა კი ჟესტით
ვითარებას ეხმაურება. ახლა გვჯეროდა ასე, "ნაპოლის" "მილანთან" მოუგებელი სერია უნდა დაესრულებინა და "კვარასაც" უნდა გაეტანა მეკარე მენიოსთვის, ერთ დროს ვინც ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში პენალტის ბადეში გახვევა არ დაანება, რაც შემდეგ ცოტა ხნით ქართველის ხასიაზეც აისახა.

ნეაპოლელთა მაისურით "კვარადონას" უკეთესი მატჩები გვინახავს, თუმცა ეს იყო შემთხვევა, როცა ფეხბურთელი კლასის დემონატრირებას ახდენს და ასე იშვიათად ჩავარდნილ საგოლე შანსს მაღალოსტატურად იყენებს. საერთოდაც, 77-ე ნომრისთვის ეს იდეალური ვითარებაა, როცა ბურთს მარცხენა ფლანგზე იღებს, ცენტრში შედის და ურტყამს. თანაც, გავიხსენოთ ამ დროს მინდორზე არსებული ვითარება - კონტეს გუნდს ერთბურთიანი უპირატესობა ჰქონდა, ტრადიციულად, ინიციატივას მოწინააღმდეგეს უთმობდა და საგოლე ეპიზოდი თუ ექნებოდა, მილანელები იქეთ უნდა დაესაჯა. ყველაფერი ასეც მოხდა და ხვიჩამ საბოლოო შედეგის კონტურები პირველივე ტაიმში მოხაზა.

Sportall.Ge

მნიშვნელოვანია, ფეხბურთელის თამაში გუნდის ტაქტიკაში განვიხილოთ. კვარაცხელიას დაცვაში საკმაო დროის გატარება უწევს და თუკი მისი გუნდი კონტრშეტევას ახორციელებს, ჩვენებურს დიდი მანძილის, საკუთარი ნახევრიდან, დაფარვა სჭირდება. ამ დროს შესაძლოა, ბევრი იყოს ბურთის დაკარგვა, თანაც "კვარა" ხომ ის სტილის ფეხბურთელი არაა, დრიბლინგზე, თუნდაც რამდენიმე მეურვის გარემოცვაში, არ იფიქროს და ზედმეტი რისკის ასარიდებლად, სიტუაცია დაამშვიდოს. გასაგებია, გულშემატკივრები მისგან რამდენჯერმე ითხოვენ იმას ან არანაკლებს, რაც ერთხელ გააკეთა, მაგრამ ანტონიოს ფეხბურთში ცოტა სხვაგვარადაა, სპალეტის გუნდთან პირდაპირ შედარებას ვერ გავაკეთებთ. რასაც დღეს ვხედავთ, წინა სეზონთან შედარებით გაცილებით ორგანიზებული, ზონებს შორის დაბალანსებული და "მოწყურებული" გუნდია. ყველაფერს თავისი ღირებულება გააჩნია.

რამ შეიძლება შეუქმნას საფრთხე "ნაპოლის" დღევანდელობას? გუნდი გადაეჩვია გაშვებას და შესაბამისად, თუკი თამაშის გადარჩენის საჭიროება დაუდგება, მასთან ცოტა გაუცხოება ექნება. მეორე - შეუძლებელია, მსგავსი ტაქტიკის დროს თავი ყოველთვის ისე დაიცვა, როგორც ეს "მილანთან" მოხდა. იქ მცირე თამაშგარის გამო გოლის გაუქმება და სხვა ფაქტორები იყო, რომლებიც ყოველთვის ვერ იმიშავებენ. "ნაპოლის" ამბიციების შესახებ უფრო მეტს ნოემბრის შემდეგ ვიტყვით, როცა გუნდი დატვირთულ კალენდარსა და ძლიერ მეტოქეებს გადააბიჯებს!..

altხვიჩას ჩინებული გოლი - "ნაპოლიმ" სტუმრად "მილანს" მოუგო [VIDEO]

alt"ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია, რაც კი მყოლია, ეს ფეხბურთელი კი საერთოდ მზადაა მოედანზე "ნაპოლისთვის" მოკვდეს" - კონტეს კომენტარი "მილანთან" მატჩის შემდეგ

მკითხველის კომენტარები / 4 /
კვარამ მაგარი ხია გუშინ არაფრიდან სოლოზე, აი ეს არის განსხვავება მასა და ნერეშისნაირ გაპიარებულ ფეხბურთელებს შორის. მოუკლო დრიბლინგებს მიტომ რო კონტე სწრაფად ითხოვს პასის გაცემას ყველასგან მეტოქის მესამედში სწრაფად გადასასვლელად და მათშორის კვარასგანაც ეს კი დრიბლინგის შესაძლებლობას ერთიორად ამცირებს. მაკტომინეი ეგოისტი ფეხბურთელია არც ათიანის სქილები აქვს მაგრამ მაინც ამიდან იწყება შეტევები ერთი პლუსი კი აქვს ის რომ ბევრს დარბის, გადაწყვეტილების მიღებისას კვარა იმითაც ხელმძღვანელობს თუ რა ანგარიშია და უკვე გატანილი აქვს თუ არა გოლი.
როცა გოლი ჯერ არ აქვს გატანილი, მაშინ თვითონ უფრო აქტიურად უტევს, დამოუკიდებლად.
თუ გოლი უკვე გატანილი აქვს, მაშინ 80% შემთხვევებში ეგეთ სიტუაციებში პასს აკეთებს. 2-3 პასი თუ გაუფუჭეს, მერე იკიდებს პასებს და ისევ თვითონ მიდის კარზე.
ასეთი ფილოსოფია აქვს.
Anjelo Antei
20:29 30-10-2024
3
კვარამ ,წალენჯიხიდან გაუტანა გოლი მილანს
ირმა კვარაცხელია
11:37 31-10-2024
0

სიახლეები პოპულარული