ზურიკო დავითაშვილი ლიგა 1-ის თვის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდოზეა წარდგენილი - როგორ მივცეთ ხმა ქართველ ფეხბურთელს

AutoSharing Option
"სენტ ეტიენის" ქართველი შემტევი ზურიკო დავითაშვილი საფრანგეთის ლიგა 1-ის ოქტომბრის თვის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდოზეა წარდგენილი.

მან ოქტომბერში 3 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და 5 გოლი გაიტანა. 23 წლის ჩვენებურის კონკურენტები პსჟ-ის ამომავალი ვარსკვლავი ბრედლი ბარკოლა 2 გოლი+1 ასისტი 3 მატჩში და "ლილის" მეკარე ლუკას შევალიე არიან.

ნებისმიერ თქვენგანს ამ ლინკზე გადასვლით ზურიკოსთვის ხმის მიცემა შეგიძლიათ. გამოკითხვა 8 ნოემბრამდე გაგრძელდება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული