"მაკტომინეი კვარაცხელიას ხელის შემშლელი და ლუკაკუს პრობლემა" - მიმომხილველმა "ნაპოლის" სასკუდეტო შანსებზე ისაუბრა

AutoSharing Option
ყოფილმა სპორტულმა დირექტორმა და საფეხბურთო აგენტმა ენრიკო ფედელემ, რომელიც ამჟამად საფეხბურთო მიმომხილველია, "ნაპოლისა" და ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა:

"რამდენად მნიშვნელოვანი იქნება "ინტერთან" ლობოტკას თამაში? ის გილმორთან შედარებით სხვა კლასის ფეხბურთელია. შოტლანდიელი უფრო საყრდენია, ნაკლები ტექნიკური უნარები გააჩნია, თუმცა მეტი ტაქტიკური თვისებების მქონეა. რას უნდა ველოდოთ მაკტომინეისგან კვირას? ერთი პრობლემა არსებობს, შეტევაში წინაა წაწეული და სივრცეს იკავებს, რომელზეც კვარაცხელია უნდა მოქმედებდეს. ქართველი ამ პოზიციაზე ბურთს იჭერს და იერიშებს იწყებს. შედეგად ის ქართველს გოლის გასატანად არეალს უზღუდავს. როგორც კონტემ თქვა, ბოლო მატჩებში
მაკტომინეი ცენტრში დააყენა, რათა მოედნის შუა ნაწილში ეფექტურობა უზრუნველყოს.

მეორე პრობლემა - ლუკაკუ ყოველთვის ბომბარდირი იყო და გუნდზე ნაკლებად მუშაობდა, ასე იყო ლაუტაროსთან და დიბალასთან ერთად თამაშისას. შესაძლოა, მას და კვარაცხელიას უფრო გამართულად ურთიერთმოქმედება მართებთ და უკვე შემდეგი შეხვედრიდან საჭიროა 15 მეტრით წინ წაიწიონ. მაკტომინეიმ ბურთის დაკარგვისას უკან დაიხიოს და თავდასხმაში მისი ყოფნა აუცილებელი არ არის.

კლუბის მიზანი მხოლოდ ოთხეულში მოხვედრა და ჩემპიონთა ლიგაზე გასვლა არ არის. აგიხსნით: წინააღმდეგ შემთხვევაში 150 მილიონ ევროს ფეხბურთელების ტრანსფერებზე და 20 მილიონს მწვრთნელებზე არ დახარჯავდნენ, არც კონტეს მიიწვევდნენ. მიმდინარე ჩემპიონატზე "ნაპოლის" ლიდერობას ვერავინ წარმოიდგენდა, თუმცა მატჩები ცოტა გაჭირვებით მოიგეს. "ატალანტა" არასტაბილურია, ნებისმიერის მშრალი ანგარიშით დამარცხება და ასევე "კომოსთან" წაგება შეუძლია. ჩემი აზრით, სკუდეტოს მოსაგებად მზად არაა, ნეაპოლურ გუნდს კი მუშაობის სწორად წარმართვის შემთხვევაში ამის შესაძლებლობა გააჩნია".

"რებუბლიკა" ვარაუდობს, რომ კონტე ძველ ტაქტიკას დაუბრუნდება, ხვიჩას ლუკაკუსთან ერთად წინა ხაზზე დააყენებს, რამეთუ მაკტომინეის ზევით აწევამ დუეტის კავშირი თანდათან შეამცირა და მიზანი აღდგენაა.

მკითხველის კომენტარები / 3 /
მაკტომინაი ცდილობს დაამტკიცოს,რომ კვარასა და ლუკაკუზე ნაკლები არაა და უფრო თავის თავისთვის ირჯება ვიდრე პასებით მოამარაგოს თავდასხმა.მონდომებულია,მაგრამ კვარასა და ლუკაკუსთვის ბევრს ვერაფერს აკეთებს.კვარას ფაქტიურად თვითონ უხდება ბურთის მოპოვება.მომარაგება რომ ჰქონდეს კვარა ბევრად უფრო სასარგებლო იქნება.
მირო
23:51 08-11-2024
1
კონტემ ჯერ ვერ იპოვა ლუკაკუ, კვარა,მაკტომინეის ურთიერთქმედების საუკეთესო სქემა.თუ მაკტომინეი და ხვიჩა,ფლანგზე და ცენტრისაკენ შემოწევის დროს,ურთიერთ ჩანაცვლებას ავტომატურამდე მიიყვანენ და ბურთს ცენტრში უფრო სწრაფად ამოძრავებენ,შეტევის ხაზი,ბევრად სახიფათო და შედეგიანი გახდება.იქ სადაც ხვიჩას ტექნიკა ვერ გასჭრის,მაკტომინეის ფიზიკა და მობილურობა რომ ჩაანაცვლებს,მეტოქის დაცვას ძალიან გაუჭირდება.ამის გაკეთება შეუძლებელი არ არის,უბრალოდ დრო სჭირდება და ამბიციების შეზღუდვა.ააქ უფრო მაკტომინეის ვგულისხმობ,რადგან თავისი ნატურით,ის მუდამ წინ დგომის სურვილით გამოირჩევა.მარიო რუი,იმით იყო კარგი,რომ ხვიჩა ზონას უთავისუფლებდა და მის ზონაში შევარდნილი,კარგად ამწვავებდა სიტუაციას.მაკტომინეის უფრო დიდი ფართობის ათვისება შეუძლია,მაგრამ ეს გააზრებულად უნდა გააკეთოს და პარტნიორებს არ შეუზღუდოს,სივრცე.ეს არის კონტეს გასაკეთებელი და თუ მოახერხა,მაშინ ნაპოლის მარცხენა ფრთა,შეუჩერებელი იქნება,რადგან საჯარიმოს წინა ხაზთან,მარცხენა მხრიდან,ორივე ფეხბურთელს შეუძლია თამაშის საკუთარ თავზე აღება და კარში დარტყმა,იქვე გვერდით კი,ასეთივე პარტნიორის ყოლა,დაცვას მხოლოდ ერთზე კონცენტრირების საშუალებას არ მისცემს.კვარას სამ კაცს ვეღარ დაუყენებენ და ვერც მაკტომინეის გადაუკეტავენ შეტევის გზებს.კვარას 15 მეტრით ზემოთ აწევა,მას ბოლო მესამედში თამაშის აუცილებლბას მოუხსნის და იქიდან წინ გაქცევაც,გაცილებით ადვილი გახდება კვარასათვის.ეს მოკლებული 15 მეტრი,შეტევის ბოლოს,კვარას გაცილებით უფრო ეფექტურად თამაშის საშუალებას მისცემს,რადგან მუხლში კიდევ ექნება ძალა და სიზუსტე.გაიხსენეთ ზურიკოს 2-3 წლის წინანდელი თამაში,როცა საკუთარი დაცვიდან მიჰქონდა ხოლმე ბურთი,მთელ მოედანს დრიბლინგით გადაკვეთდა,მაგრამ საჯარიმოს ხაზთან ძალა აღარ ჰყოფნიდა და მომენტებს ლოგიკურად ვეღარ ამთავრებდა.ახლა უფრო ზემოთ არის აწეული და მისი შედეგიანობაც საგრძნობლად გაიზარდა.გრძელი რეიდის დროს,ყოველ ზედმეტ ნაბიჯს,უდიდესი ენერგია მიაქვს.მით უფრო,ამ დროს ვიღაცაც თუ გებრძვის და ფიზიკურ კონტაქტშია.
სოსო
22:33 08-11-2024
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული