უკრაინის ნაკრები საქართველოსთან მატჩისათვის მოსამზადებლად თურქეთში ჩავიდა

AutoSharing Option
16 ნოემბერს, ერთა ლიგის B1 ჯგუფში, მეხუთე, ბოლოსწინა ტურში საქართველო უკრაინას, ალბანეთი კი ჩეხეთს უმასპინძლებს.

ჩეხეთი 7 ქულით ლიდერია, საქართველოს და ალბანეთს 6-6 ქულა აქვთ, უკრაინას - 4. გამარჯვებული პირდაპირ A ლიგაში გადავა, მეორე ადგილზე გასული პლეი-ოფში A ლიგის მესამეადგილოსანს დაუპირისპირდება, გუნდი, რომელიც მესამე პოზიციას დაიკავებს, B ლიგაში დასარჩენად C ლიგის მეორეადგილოსანს შეხვდება, ხოლო რომელიც მეოთხე ადგილზე დარჩება, ქვედა დივიზიონში დაქვეითდება. სატურნირო მდგომარეობიდან გამომდინარე, ნებისმიერი ნაკრები შეიძლება ზედა ლიგაში აღზევდეს ან ქვე
დაში დაქვეითდეს.

ყველაზე მძიმე სიტუაციაში უკრაინაა, რამეთუ უკანდასახევი გზა არ აქვს და საქართველოსთან მატჩი მათთვის პრაქტიკულად გადამწყვეტია. გუშინ ღამით უკრაინის ნაკრების სამშობლოში მოასპარეზე ფეხბურთელები მატარებლით კიევიდან პოლონეთში ჩავიდნენ, საიდანაც თურქეთში გაემგზავრნენ და შეკრებას ბელეკში გაივლიან. იქ მათ ლეგიონერები შეუერთდნენ. სერგეი რებროვის გუნდი ბათუმში 15 ნოემბერს ჩავა.

მკითხველის კომენტარები / 5 /
ეგ არ არის არც ხუმრობა და არც კაიფი (რასაც თქვენ აკეთებთ), ეგ სადომაზოხიზმი უფროა
"დიდება გმირებს"-ს და სხვა მაზოხისტებს
09:49 14-11-2024
0
ეს ავადმყოფი სურიკ222 არ ისვენებს და აგრძელებს წხვისი სახელებით კომენტარების წერას.
ექსპერტი
17:52 12-11-2024
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული