მამარდაშვილის კონკურენტი "ლივერპულიდან" შესაძლოა, ტაფარელის ხელშეწყობით წავიდეს - საბოლოო გადაწყვეტილება ალისონზე იქნება

AutoSharing Option
თურქული egetelgraf-ის ინფორმაციით, "გალათასარაი" "ლივერპულის" 32 წლის მეკარე ალისონ ბეკერის დამატებით სერიოზულადაა დაინტერესებული.

მიმდინარე სეზონის ბოლოს სტამბოლურ გუნდს 38 წლის ურუგვაელი მეკარე ფერნანდო მუსლერა დატოვებს, რომელიც სამშობლოში აპირებს დაბრუნებას. მუსლერა "გალას" ფორმას უკვე 15 წელია რაც ირგებს.

თურქულ გუნდს ალისონის ტრანსფერში ბრაზილიელი კიპერის კლაუდიო ტაფარელის იმედი აქვს, რომელიც ბეკერს ბრაზილიის ნაკრებში და "ლივერპულში" წვრთნის.

ტაფარელი "გალათსარაის" ფორმას აქტიური კარიერის განმავლობაში 3 წლის განმავლობაში ირგებდა, 8 წლის განმავლობაში ამ გუნდში მეკარეების მწვრთნელი იყო და რამდენჯერმე დროებითი მთავარი მწვრთნელის როლიც მოირგო.

მოკლედ,
ბრაზილიელს სტამბოლელებთან ძალიან კარგი ურთიერთობა აქვს და თურქეთში ეიმედებათ, რომ ტაფარელი ალისონთან გარიგებაში დაეხმარებათ.

თავის მხრივ, ბეკერმა რამდენიმე თვის წინ განაცხადა, რომ ჯერჯერობით "ლივერპულის" დატოვებას არ აპირებს. შეგახსენებთ, რომ მომავალ ზაფხულს "მერსისაიდელებს" საქართველოს ნაკრების მეკარე გიორგი მამარდაშვილი შეუერთდება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული