ეს უკვე კონკრეტიკაა - "მანჩესტერი" ხვიჩას შესაძენად მზადაა

AutoSharing Option
Sportmediaset-ის ცნობით, "მანჩესტერ იუნაიტედი" სერიოზულადაა დაინტერესებული ხვიჩა კვარაცხელიას შეძენით.

გამოცემა წერს, რომ ახალი მწვრთნელი რუბენ ამორიმი, რომლის საყვარელი ტაქტიკა 3-4-3-ია, შეტევის გასაძლიერებლად გარემარბს ეძებს, მზადაა კვარაცხელიას ხუთწლიანი კონტრაქტი და სეზონურ გასამრჯელოდ 8 მილიონი ევრო პლუს 1 მილიონი ადვილად მისაღწევი ბონუსი შესთავაზოს, რაც თითქმის იმ წინადადების მსგავსია, რომლითაც პსჟ-მა ზაფხულში მიმართა (10 მილიონი).

ფეხბურთელის აგენტის "ნაპოლისთან" მოლაპარაკებები ჩიხშია შესული, რამეთუ მამუკა ჯუღელი თავისი კლიენტისთვის 8-მილიონიან ხელფასს ითხოვს, კლუბის პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი კი პრემიალურების ჩათვლით მხოლოდ 6 მილიონის გადახდაზეა თანახმა. როგორც
ჩანს, მხარეები ვერ შეთანხმდებიან და ხვიჩას გაყიდვა მოუწევთ. დასახელებულია კონკრეტული თანხაც - დაახლოებით 100 მილიონი.

მკითხველის კომენტარები / 24 /
რით ვერ გაიგეს ამათმა, რომ უმთავრესი სადაო საკითხი გამოსასყიდი თანხაა? არ უნდა კაბალაში გაჰყოს თავი, გასაგებია?
გიორგი
01:59 28-11-2024
0
ოღონდ ინგლისურ გუნდებში არა. ბრიტანულ ძალისმიერ თამაშს ვერ გაუძლებს, სულ მინდორზე კოტრიალში იქნება.
ბადრი
11:53 27-11-2024
26
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული