ეს უკვე კონკრეტიკაა - "მანჩესტერი" ხვიჩას შესაძენად მზადაა

AutoSharing Option
Sportmediaset-ის ცნობით, "მანჩესტერ იუნაიტედი" სერიოზულადაა დაინტერესებული ხვიჩა კვარაცხელიას შეძენით.

გამოცემა წერს, რომ ახალი მწვრთნელი რუბენ ამორიმი, რომლის საყვარელი ტაქტიკა 3-4-3-ია, შეტევის გასაძლიერებლად გარემარბს ეძებს, მზადაა კვარაცხელიას ხუთწლიანი კონტრაქტი და სეზონურ გასამრჯელოდ 8 მილიონი ევრო პლუს 1 მილიონი ადვილად მისაღწევი ბონუსი შესთავაზოს, რაც თითქმის იმ წინადადების მსგავსია, რომლითაც პსჟ-მა ზაფხულში მიმართა (10 მილიონი).

ფეხბურთელის აგენტის "ნაპოლისთან" მოლაპარაკებები ჩიხშია შესული, რამეთუ მამუკა ჯუღელი თავისი კლიენტისთვის 8-მილიონიან ხელფასს ითხოვს, კლუბის პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი კი პრემიალურების ჩათვლით მხოლოდ 6 მილიონის გადახდაზეა თანახმა. როგორც
ჩანს, მხარეები ვერ შეთანხმდებიან და ხვიჩას გაყიდვა მოუწევთ. დასახელებულია კონკრეტული თანხაც - დაახლოებით 100 მილიონი.

მკითხველის კომენტარები / 24 /
მას შემდეგ, რაც ნაპოლიში პირველი სეზონი ჩაამთავრა მესმის,რომ სადღაც მიდის ეს ბიჭი. ხან ლივერპულში,ხან რეალში,ხან ბარსაში, პსჟ-ში თუ მანჩსტერში, თუმცა მიუხედავად ამისა ჯერჯერობით ისევ ნაპოლიშია და 1.5 მილიონ ევროდ თანაც, ასე რომ ტვინი ნუ წა@#$ით უაზრო სტატიებით და როცა რომელიმე კლუბი დადასტურებით გამოაქვეყნებს საკუთარ ოფიციალურ ვებ-გვერდზე, რომ მხარეებმა შეთანხმებას მიაღწიეს,შემდეგ წერეთ და იკითხეთ.
ABARA
20:45 26-11-2024
32
ფაქტია რომ ამ პორტუგალიელმა წარმატებას მიაღწია. სულ პორტუ და ბენფიკა დომენირებდნენ, სპორტინგი სულ მე-3-ე იყო. ვფიქრობ ხვიჩა მასთან უკეთესად ითამაშებს,თან დავალებაც სხვანაირი ექნება, არა კონტესნაირი. კონტეზე ფილმი ფეოლა მახსენდება: "ხვედელუძე დაცვას მიხედე გოლებს სხვებიც გაიტანენ." კონტეს შემთხვევაში: კვარა დაცვას მიხედე, გოლს ლუკაკუც გაიტანს. დაცვის დახმარებას სპალეტიც ავალებდა, როცა ამის საჭიროება იყო. სხვა უამრავ უბედურებასთან ერთად კონტეს სქემაში ვერ ჯდება. შორს ვარ იმ აზრისგან რომ ხვიჩას თავისუფლება უნდა მიეცეს მოედანზე, მაგრამ ასე აქტიურად დაცვაში თამაში უფრო გააფუჭებს მას, ვიდრე პროგრესს მიაღწევს. ასე რომ მანჩესტერში ამ მწვრთნელთან ყოფნა არ უნდა იყოს ურიგო მისთვის. თან მინდა რომ გუნდს ხვიჩას ხელი( ფეხი) დაეტყოს. ნაპოლიში ყველაზე მეტადაა მონდომებული, მაგრამ მადლიერი არავინაა. არც კონტე მათ შორის. იტყვის რაღაც ორ ფრაზას და მორჩა.
დავით 67
20:41 26-11-2024
5
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული