მამარდაშვილი ტრავმირებულია - როგორია დიაგნოზი და პროგნოზი?

AutoSharing Option
ლა ლიგის მეთექვსმეტე ტურში, სახლში "რაიო ვალეკანოსთან" წაგებული მატჩის (0:1) 28-ე წუთზე მასპინძელთა გუნდის მეკარეს გიორგი მამარდაშვილს მარჯვენა ბარძაყის კუნთი დაეჭიმა, შეხვედრა შეჩერდა და მის შესაცვლელად სტოლე დიმიტრიევსკი ემზადებოდა. თუმცა ქართველს სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს, თამაში გააგრძელა და კომპენსირებულ დროში ბოლო შეტევისას მეტოქის საჯარიმოშიც კი ჩავიდა. როგორც ირკვევა, მამარდაშვილს პრობლემა მაინც აქვს.

Plazadeportiva და superdeporte იტყობინებიან, რომ გიორგიმ ორშაბათს სამედიცინო შემოწმება გაიარა, ბარძაყის კუნთის ანთება დაუდგინდა და 14 დეკემბერს "ვალიადოლიდთან" მისი ასპარეზობა საეჭვოა.

ტრავმირებულია აგრეთვე "ღამურების" კაპიტანი ხოსე გაია, რომელიც "რაიო
ვალეკანოსთან" დაპირისპირებისას მუხლის დისკომფორტის გამო შესვენებაზე შეცვალეს. გაიას დაახლოებით ორი კვირა მოუწევს უქმობა.

მკითხველის კომენტარები / 7 /
მალე გამოჯანმრთელებას გისურვებ მამარდ!
ჯონი
09:56 10-12-2024
3
რა უცნაურია ბუმერანგის წესი? რასაც დასთეს ის ეგრევე, უკან გიბრუნდება! დაუკვირდით, ვინც მოფაშისტო ახალგაზრდები წააქეზა, რომლებმაც გადაბუგეს დედაქალაქის გული, ვეღარ თამაშობენ კარგად: ან აგებენ, ან ტრამვას იღებენ. ნაცების გვერდით დგომა ეს უკვე არის დანაშაული!
ბუმერანგი ამუშავებულია!
11:36 10-12-2024
60

სიახლეები პოპულარული