კვარაცხელია ტრავმირებულია - რამდენი ხანი მოუწევს უქმობა?

AutoSharing Option
"ნაპოლის" ოფიციალური საიტი იტყობინება, რომ "ლაციოსთან" მატჩში ხვიჩა კვარაცხელიამ მარჯვენა მუხლის ტრავმა მიიღო, Pineta Grande-ის კლინიკაში სამედიცინო შემოწმება გაიარა და სარეაბილიტაციო პროცესის გავლა დაიწყო.

ნეაპოლური მედია წერს, რომ ასეთი დაზიანების შემდეგ ფეხბურთელს როგორც წესი ერთიდან ოთხ კვირამდე მკურნალობა სჭირდება. კვარაცხელიას მდგომარეობას ექიმები დააკვირდებიან და უფრო დეტალურ ცნობებს მოგვაწვდიან.

სავარაუდოდ, ხვიჩა წელს ვერ ითამაშებს. calciomercato-ს მტკიცებით, "კვარას" მინიმუმ ერთი თვე უქმობა და ხუთი შეხვედრის გამოტოვება მოუწევს.

შეგახსენებთ, რომაული გუნდის მცველები მას დაუნდობლად ეუხეშებოდნენ, რაც მსაჯმა რეაგირების გარეშე დატოვა. კვარაცხელია იმ დაპირისპირებაში ერთ-ერთი საუკეთესო იყო და
მიუხედავად ამისა, ადგილობრივი ჟურნალისტები მაინც ყველაზე მეტად აკრიტიკებენ.

მკითხველის კომენტარები / 53 /
ინადირეს და წარმატებითაც!თუ სწორად მახსოვს,მსაჯმა ჯარიმაც კი არ დანიშნა.კვარა პროგნოზირებადი გახდაო და ახლა ვნახავთ,სხვა,არაპროგნოზირებადი ნეაპოლელები რას გააკეთებენ.ხვიჩას,სწრაფ და სრულ გამოჯანმრთელებას ვუსურვებ!
სოსო
18:43 10-12-2024
4
სადღაც გამიხარდა მცირე ტრავმა რომ მიიღო, აწი ვნახოთ, რას იზამს ნაპოლი ხვიჩას გარეშე. გამოჯანმრთელება ჩვენს ვარსკვლავბიჭუნას.
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული