კვეკვესკირი შესაძლოა, თავის ძველ კლუბს დაუბრუნდეს

AutoSharing Option
Meta-ratings.kz-ს ინფორმაციით, საქართველოს ნაკრების 32 წლის ნახევარმცველი ნიკა კვეკვესკირი შესაძლოა, ყაზახეთის ჩემპიონატს დაუბრუნდეს.

ფეხბურთელის დამატების სურვილს "ტობოლი" გამოთქვამს, რომლის რიგებშიც ჩვენებური 2017 წლიდან 2020 წლის ჩათვლით ასპარეზობდა და ბრინჯაოს მედლებიც დაისაკუთრა.

კვეკვესკირი ამჟამად უნგრულ "ნირედიჰაზაში" ასპარეზობს, სადაც სულ რამდენიმე თვეა ჩაირიცხა და 1+1 სისტემის კონტრაქტი გააფორმა.

ქართველის ანგარიშზე უნგრეთის მიმდინარე ჩემპიონატის 7 შეხვედრაში 1 გოლი და ამდენივე შედეგიანი გადაცემაა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული