"უოტფორდის" გამარჯვება და ჩაკვეტაძის მაღალი შეფასებები [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ჩემპიონშიფის ოცდამეერთე ტურში „უოტფორდმა“ საკუთარ მოედანზე „ვესტ ბრომვიჩი“ 2:1 დაამარცხა.

დუბლი ვაკუნ ბაიომ შეასრულა, რომელსაც ორივე საგოლე გადაცემა როკო ვატამ გაუკეთა.

მასპინძელთა გუნდის ნახევარმცველმა გიორგი ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშა და ბაიოს შემდეგ ანალიტიკური საიტებისგან ორივე გუნდიდან ყველაზე მაღალი შეფასებები მიიღო: whoscored 8.2, sofascore 7.9, flashscore 7.9.

„უოტფორდს“ 1 მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული, 34 ქულით მეშვიდე ადგილზეა და 21 დეკემბერს გასვლაზე „ბარნლის“ დაუპირისპირდება.

უოტფორდი. „ვიკარიჯ როუდი“
უოტფორდი - ვესტ ბრომვიჩი 2:1
გოლები: 1:0 ბაიო (35), 2:0 ბაიო (50), 2:1 მოლამბი (67)

altჩაკვეტაძის

"უოტფორდი" "ჰალთან" წაგებას გადაურჩა
მკითხველის კომენტარები / 8 /
ვნახე თამაში გუნდის სული და გული იყო ცენტრში დააყენა მწვრთნელმა ყველაშეტევა რაც უოტფორდს ქონდა გიოს წამოწყებული იყო სასწაულ ტემპში ბურთან ერთად გადიოდა ცენტრიდან მეტოქის საჯარიმომდე და ქაოსი შექონდა მათ დაცვის რიგებში რის ბაიო რა ბაიოს შემდეგ სულ ცოტა სამი საგოლე გადაცემო უნდა ქონოდა ერთ ბაიოს უნდა გაეტანა დადებენ ალბად ვიდევოს სასწაული გადაცემა ვერ გამოიყენა რაც შეეხება გოლებს ყველა გოლში მისი წილი დიდია განსაკუთრებით პირველში
გიორგი
21:02 15-12-2024
2
ვარდენის და დიპლომის არ იყოს სტატისტიკა მაინც მინდა ბიჭო დდდ: ანუ გოლი და ასისტი. ისე პრემიერლიგაში გადასვლა გაუჭირდება.
ტტტ
21:13 15-12-2024
1

სიახლეები პოპულარული