ხვიჩას ნერესის მიმართ ღირსეული ჟესტი და ფედელეს შეფასება

AutoSharing Option
საფეხბურთო მიმომხილველმა ენრიკო ფედელემ რადიო Marte-ს ეთერში „ნაპოლის“ გარემარბის დავიდ ნერესის შესახებ ისაუბრა:

„როგორ გინდა ახლა ნერესი სასტარტოდან ამოაგდო? ის „კვარაზე“ უფრო სასარგებლოა? მან გუნდს შესძინა სისწრაფე, რომელიც აქამდე არ ჰქოფნიდა. ეს ბიჭი მეტოქესთან ერთი ერთზე თითქმის უნაკლოა. თუმცა, „უდინეზემ“ მას სათანადო გამნეიტრალებელი ვერ მიუჩინა. ჩემი აზრით, დავიდი დამაგვირგვინებელ ფაზაში უფრო ზუსტი უნდა იყოს. ეს იმას არ ნიშნავს, რომ „კვარასთან“ ერთად თამაში არ შეუძლია.

გატანილი გოლისას წონასწორობა დაკარგა და კარში ცუდად დაარტყა? ასე მოხდა სხვა მომენტებშიც. შეტევისას ძალიან აგრესიულია, ბურთზე
უფრო სწრაფად მოძრაობს და კოორდინაციას კარგავს. თუმცა, გააჩნია სისწრაფე, გამძლეობა და ტემპი, რომელიც სხვას არ აქვს. ახალი ლავეცია? ტემპის ცვალებადობაში შეიძლება ჰგავს, მაგრამ „პოჩო“ არ არის. ის დრიბლინგისას მეტი სიმყარით გამოირჩეოდა“.

calcionapoli24 აღნიშნავს, რომ კვარაცხელიამ კონკურენტს კარგი ასპარეზობა სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტით მიულოცა და ეს ღირსეული ჟესტია. „რეპუბლიკა“ კი წერს, რომ ხვიჩა ტრავმას მალე მოირჩენს, მაგრამ კლუბმა შეიძლება არ გარისკოს და წელს არ ათამაშოს.

altკვარაცხელიას გამოჯანმრთელების პროცესი წარმატებით მიმდინარეობს - იტალიელები მის შესაძლო სათადარიგოეობაზე წერენ, გრანდებში შესაძლო ტრანსფერზე კი ახალი ამბები ვრცელდება

მკითხველის კომენტარები / 2 /
ნერეშის საწინააღმდეგო არაფერი მაქვს პრიქით ჭირდება გუნდს ეგეთი მოთამაშე ამ კუნძებში, მაგრამ არავითარ შემთხვევაში ხვიჩას შემცვლელად. ეს პოლიტანო ვინაა ამისთანა რა ბედშია ჩავარდნილი ეგ ჩემის შეჩვენებული, რითი ან რანაირად არის ესეთი ხელშეუხებელი? ხვიჩა თურმე ძირითადს აღარ იმსახურებს ორმაგად უნდა იშრომოს მთები უნდა გადადგას, და ამ პოლიტანოზე არ ისმის საერთოდ ასეთი ლაპარაკები არაგერი. ტიპი თურმე უალტერნატივოა გესმის. ხო ეს ფედელეები ათასი სხვა ტ***ის თამაშა ექსპერტ-ჟურნალისტები. პოლიტანოზე ხმას არ იღებენ საეჭვოდ სულ ამ კვარა -ნერეშის თემას აწვებიან და განიხილავენ, კოცონზე თუ არ იყვნენ დასაწვავი ეგ დეგენერატები ეგენი. როცა მანდ რო ნერეში დაყენო ნაპოლი გახდება იდეალური. რაღაცას მიაცვმოაცვამს ეს კონტეც კარტების დამალვას ცდილობს მემგონი
bidza
23:57 16-12-2024
0
ხვიჩას ვერავინ ვერ ამოაგდებს და ვერ დაჩრდილავს თამაშში. აუცილებლად დაბრუნდება და შეახსენებს ყველას ვინ არის.
0
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული