ნერეში თუ "კვარა"? - კონტემ "ჯენოასთან" მატჩის წინ გადაწყვეტილება მიიღო

AutoSharing Option
დღეს, თბილისის დროით 21:00 საათზე, სერია A-ს მე-17 ტურში "ნაპოლი" "ჯენოას" ესტუმრება.

გუშინ "პარტენოპეის" მთავარმა მწვრთნელმა ანტონიო კონტემ სასიამოვნო სიახლე გვამცნო და განაცხადა, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ "ლაციოსთან" მიღებული ტრავმა მოირჩინა და "ჯენოასთან" სამატჩო განაცხადში მოხვდებოდა.

Corriere dello Sport-ის ცნობით, ქართველი მატჩს სათადარიგოთა სკამიდან დაიწყებს, ძირითად შემადგენლობაში კი მის ადგილს დავიდ ნერეში დაიკავებს, შეტევის მარჯვენა ფლანგზე კი მატეო პოლიტანოს ვიხილავთ.

შეგახსენებთ, "ნაპოლი" სერია A-ს სატურნირო ცხრილში 35 ქულით მეორე ადგილს იკავებს და ჩემპიონატის ლიდერ "ატალანტას" 2 ქულით ჩამორჩება.

alt"დე ლაურენტისი დათმობაზე

წავიდა, ჯუღელის პირობები დაკმაყოფილდება" - "კვარას" ახალი ხელშეკრულების დეტალები ცნობილია

altკონტე: "კვარას" დაბრუნება მნიშვნელოვანია - ნერესი მიხვდა, რომ...

მკითხველის კომენტარები / 4 /
პოლიტანო არ არის სუპერ შემტევი, თან წელს საერთოდ სუსტად გამოიყურება, თუ არ ვცდები მხოლოდ 1 ბურთი აქვს გატანილი და რა იქნება კვარა და ნერეში ერთად მოსინჯოს თავიდანვე? რა გადაეკიდა ყველა კვარა თუ ნერეში? პოლიტანოს ამოგედება დროებით მაინც სავსებით შესაძლებელია და თუ ნერეში ჩააგდებს თამაშებს(ეს ასეც იქნება დღეს თუ ხვალ) დააბრუნოს მერე ისევ ნაცადი შემადგენლობა...
Givi
14:11 21-12-2024
6
ნერეში რათქმაუნდა ნაპოლის თუ მოგება უნდა.
qartul ocnebas gaumarjos gubernias gaumarjos
15:17 21-12-2024
46

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული