წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - კაცნაკლულმა "გრანადამ" სტუმრად "ეიბართან" ფრეს მიაღწია [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
სეგუნდა დივიზიონის ოცდამეერთე ტურში „გრანადა“, რომელიც 64-ე წუთიდან რიცხობრივ უმცირესობაში იმყოფებოდა, გასვლაზე „ეიბარს“ დაუზავდა - 1:1.

სტუმართა გუნდის შემტევი გიორგი წიტაიშვილი 63-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე და საგოლე გადაცემა გააკეთა - მის მიერ ჩაწოდებული კუთხურის შემდეგ გოლი პაბლო ინსუამ გაიტანა. ქართველის თამაში flashscore-მ 7.4 ქულით შეაფასა, sofascore-მ კი 6.8 ქულით.

წიტაიშვილის ანგარიშზე მიმდინარე ტურნირზე 17 მატჩში 1 გოლი და 2 საგოლე გადაცემაა.

„გრანადა“ ამ მომენტისთვის 33 ქულით მეექვსე ადგილზეა და მომდევნო შეხვედრას 3 იანვარს თასზე სახლში „ხეტაფესთან“ გამართავს.

ეიბარი. „იპურუა მუნისიპალი“

ეიბარი - გრანადა 1:1
გოლები: 1:0 პუერტასი (15), 1:1 ინსუა (82)
გაძევება: ონგლა (64, გრანადა)

ვიდეო: სილქ უნივერსალი
მკითხველის კომენტარები / 2 /
მაგარი კაცი!!!!!
ნუგზარი
19:41 21-12-2024
1
რაც მინახავს წელს გრანადას თამაშები ყოველთვის გამორჩეულია გიო, სულ მაქვს იმის შეგრძნება რომ ამ ბიჭს ბოლომდე ვერ იყენებენ ნაკრებში.
Givi
10:15 22-12-2024
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული