სტუმართა გუნდის შემტევი გიორგი წიტაიშვილი 63-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე და საგოლე გადაცემა გააკეთა - მის მიერ ჩაწოდებული კუთხურის შემდეგ გოლი პაბლო ინსუამ გაიტანა. ქართველის თამაში flashscore-მ 7.4 ქულით შეაფასა, sofascore-მ კი 6.8 ქულით.
წიტაიშვილის ანგარიშზე მიმდინარე ტურნირზე 17 მატჩში 1 გოლი და 2 საგოლე გადაცემაა.
„გრანადა“ ამ მომენტისთვის 33 ქულით მეექვსე ადგილზეა და მომდევნო შეხვედრას 3 იანვარს თასზე სახლში „ხეტაფესთან“ გამართავს.
ეიბარი. „იპურუა მუნისიპალი“
ეიბარი - გრანადა 1:1
გოლები: 1:0 პუერტასი (15), 1:1 ინსუა (82)
გაძევება: ონგლა (64, გრანადა)
ვიდეო: სილქ უნივერსალი