"კელეჰერი მამარდაშვილზე უკეთესია" - "ლივერპულის" ყოფილი ფორვარდი "მერსისაიდელებს" აფრთხილებს

AutoSharing Option
"ლივერპულის" ყოფილმა შემტევმა, ჯონ ოლდრიჯმა Sunday World-თან ინტერვიუში გიორგი მამარდაშვილისა და კაომინ კელეჰერის შესახებ ისაუბრა.

ოლდრიჯის თქმით, "მერსისაიდელები" შეცდომას უშვებენ, რადგან მისი აზრით, ირლანდიელი ქართველზე უკეთესი მეკარეა.

"ცხადია, "ლივერპული" კელეჰერს იანვარში არ გაყიდის, რადგან ირლანდიელი "სქაუზერთათვის" ახლა ძალიან მნიშვნელოვანი ფეხბურთელია. ჩემი აზრით, "ლივერპული" კელეჰერთან მიმართებაში შეცდომას უშვებს, რადგან კაომინი ამჟამად მამარდაშვილზე უკეთესია. რას ვიზამთ, ყველაფერი გადაწყვეტილია, მამარდაშვილი ზაფხულში "ლივერპულში" ჩამოვა, კელეჰერი კი კლუბიდან წავა.

ეს ყველაფერი უსამართლობაა, რადგან კაომინმა დაამტკიცა, რომ ამ გუნდის ძირითად მეკარედ ყოფნა შეუძლია", - განაცხადა ოლდრიჯმა.

ჯონ ოლდრიჯი "ლივერპულის" ღირსებას 1987/1989 წლებში იცავდა და ამ პერიოდის განმავლობაში "მერსისაიდელების" მაისურით გამართულ 83 შეხვედრაში თავი 50 გატანილი გოლით გამოიჩინა.

რაც შეეხება "მამარდას", "სქაუზერებმა" ქართველი მეკარე გასულ ზაფხულს 35 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეიძინეს და გიორგი "მერსისაიდელებს" მომავალი წლის ზაფხულში შეუერთდება.

altმამარდაშვილის მორიგი აღიარება - ქართველი 2024 წლის საუკეთესო მეკარეებს შორის ერთ-ერთ წამყვან ადგილს იკავებს

alt"სირცხვილია" - გიორგი მამარდაშვილი თბილისში განვითარებულ ბოლოდროინდელ მოვლენებს გამოეხმაურა
 

მკითხველის კომენტარები / 6 /
მე ყველას აზრს პატივს ვცემ, მაგრამ სიმართლე თუ გინდათ ისაა, რომ მამარდა მიმდინარე წლის საუკეთესო მეკარეთა შორის მესამე ადგილს იკავებს და ეს ადგილი მას ფეხბურთის პროფესიონალებმა მიაკუთვნეს და არა ფეისბუქის კომენტატორებმა, ასე, რომ მაგ თქვენი ლივერპულის მეკარეები წლის საუკეთესო მეკარის არჩევის დროს, არავის გახსენებია.
ჟორა გაბრიჭიძე
19:06 23-12-2024
0
კელეჰერმა ბევრჯერ დაამტკიცა თავისი კლასი,მარტო წელს არა,თასებზე თამაშის დროს ბევრი გადამწყვეტი ბურთი აიღო,პენალტების სერიაში ბევრჯერ გამოირჩა და პენალტიც კი გაუტანა კეპას.რა თქმა უნდა,ლივერპულის გადაწყვეტილება ბევრ კითხვებს აჩენს,როცა გყავს ალისონი 2 წლიანი კონტრაქტით და კელეჰერი,არ უნდა ყიდულობდე სხვა მეკარეს,თან იმ დროს,როცა სხვა პოზიციებში ბევრი პრობლემა აქვთ რეზერვის მხრივ. თუმცა გადაწყდა ის რაც გადაწყდა,მამარდამ კონტრაქტი გააფორმა და ყველა ველოდებით მის ლივერპულში თამაშს. ისიც უნდა ითქვას რო თანამედროვე ფეხბურთში გარანტირებული არაფერია და ვერავინ იტყვის ვერაფერს ამ მომენტში,შეიძლება კელეჰერი წავიდეს ან მამარდა გაანათხოვრონ,მიდი და გაიგე რა მოხდება. რაც არ უნდა იყოს,ლივერპულის მენეჯმენტს უტვინობას ვერ დააბრალებ,რაღაცის გამო იყიდეს მამარდა და გამოჩნდება ეს "რაღაც" რა არის. შეიძლება პირველი ნომერი გახდეს ან გადაყიდონ პრემიერლიგაში. მაგალითისთვის,ზალცბურგიდან მინამინო იყიდეს 8 მილიონად და ზარზეიმით მიიყვანეს,თუმცა მალევე გაყიდეს უფრო მეტ ფასად. მამარდაც ფასი ძალიან დაბალი იყო მისი კლასის და ასაკის გათვალისწინებით,ლივერპულმა ამიტომ იყიდა და დააკვირდება. რო რამე,უფრო ძვირად გაყიდის და ამ ფულს მაინც ამოიღებს.ქართველებს გვინდა ლივერპულის პირველი მეკარე იყოს მამარდა,ბოდიში ალისონს და კელეჰერს,ძლიერი ბიჭები ხართ და კლასიც არ გაკლიათ,მარა ჩვენ ჩვენსას ვქომაგობთ. ლივერპულის ქომაგი ვარ,თუმცა ჯერ ქართველი ვარ და მამარდას ვქომაგობ უპირველესად. ღმერთმა არ ქნას,რამე ისე რო არ წავიდეს,გინებაში ამოგხდით სულს ლივერპულში გადაწყვეტილების მიმღებებს. სამი ენა ვიცი და კიდევ ვისწავლი,მსოფლიოს ყველა ენაზე უნდა გაგინოთ ყველაფერი.
იასონას უდარი
18:23 23-12-2024
5
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული