კასანო: სიგიჟეა - კონტე კვარაცხელიას არყოფნით გახარებულია

AutoSharing Option
იტალიის ნაკრების ყოფილმა თავდამსხმელმა ანტონიო კასანომ Viva el Futbol-ის პოდკასტში "ნაპოლისა" და ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა:

"მე დარწმუნებული ვარ, კონტეც გახარებულია, რომ კვარაცხელია ახლა მწყობრში არ არის. ჩემი აზრით, ის და ლობოტკა "ნაპოლიში" საუკეთესოები არიან, მათ ჭკუიდან გადავყავარ. სიგიჟეა, მაგრამ კონტეს იმ იდეისთვის, რომელსაც ვხედავ, ახლა ყველა აკეთებს იმას, რაც მას სურს. ნერესს ხან მარჯვნივ აყენებს და ხან მარცხნივ. "კვარა" ხანდახან მოედანზე ისე მოქმედებს, რაც კონტეს იდეისთვის შეუსაბამოა. მწვრთნელს უწევს იმაში დაარწმუნოს, რაც მისთვის მიუღებელია და ცდილობს შეცვალოს.

კონტემ იცის, რას
აკეთებს და გუნდს აგრძნობინებს, რომ თუ მოუსმენენ, შესანიშნავ შედეგებს შეუძლიათ მიაღწიონ. აპრილამდე გუნდი ლიდერებს შორის იქნება და სხვებს შიში ექნებათ, თუმცა კვარაცხელიას დაბრუნება აუცილებელი გახდება და ლუკაკუც უნდა გაუმჯობესდეს. ბოლო მატჩებში ნერესი საუკეთესო იყო. ლუკაკუ ბურთს მაინც იჭერდა. ამაზე არავინ არაფერს ლაპარაკობს - ჟუან ჟეზუში ერთი თვეა ძირითადში თამაშობს და ამ პერიოდში გუნდმა მხოლოდ ერთი გოლი გაუშვა".

მკითხველის კომენტარები / 9 /
რამდენი ფილმია,სადაც ერთგული დოღის ცხენი,საყვარელი პატრონის დასახმარებლად,ურემში შებმულა და მიწაც მოუხნავს.ის დოღის ცხენია და ტიპიურ მუშა ცხენად ვერასოდეს იქცევა,მაგრამ შესაძლოა დოღისთვისაც აღარ ივარგოს.კონტეს სურვილი,კვარას მუშა ცხენად გადაქცევაა.მას ასე სჭირდება!ხვალ რა იქნება,მას არ აინტერესებს!ჩვენ კი გვაინტერესებს,კვარა სწორედ დოღის ცხენად დარჩეს და გამარჯვებებით დიდხანს გაგვახაროს.ტვირთი და გუთანი კი,თვირთმზიდავმა ცხენებმა გადაიტანონ.
სოსო
22:12 07-01-2025
6
თუ გახარებულია და კვარა არ უნდოდათ, რას დააწყვიტეს ღილები ზაფხულში, დარჩი დარჩიო.
Footbol
12:56 08-01-2025
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული