Cronache di Napoli-ს საფეხბურთო მიმომხილველმა მარჩელო ალმატურამ რადიო Napoli Centrale-ს ეთერში „ნაპოლისა“ და ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა:
„ფლორენციაში „ნაპოლიმ“ შესანიშნავი გამარჯვება მოიპოვა. ამის გაკეთება სამი მნიშვნელოვანი ფეხბურთელის გარეშე ყველას როდი შეუძლია. დარწმუნებული არ ვარ, რომ სატრანსფერო ფანჯარაზე ბევრი მოთამაშის შეძენა სჭირდებათ, ვინაიდან ამან შეიძლება კონტეს შექმნილი ბალანსი დაარღვიოს. უფრო, ალბათ, ვინმეს საზღვარგარეთული კლუბიდან თუ დაიმატებენ. „ინტერი“ სერია A-ში საუკეთესოა, მაგრამ ფეხბურთელთა საშუალო ასაკი ძალიან მაღალია, თანაც რამდენიმე ტურნირზე გამოდის და არაა გამორიცხული, ხშირად ფიზიკური პრობლემები შეექმნათ.
კვარაცხელია? ფიზიკურად და მენტალურად
ჩიხში შევიდა. მე ვთვლი, რომ ის გუნდის რეალობისთვის უკვე შეუსაბამოა, რადგან მოედანზე ნაკლებად კონცენტრირებულია. კლუბმა ძალიან ცუდად გამოიყენა ქართველთან კონტრაქტის გახანგრძლივების შესაძლებლობა და როგორც ჩანს, ვერ შეინარჩუნებს. არ მგონია კვირას „ნაპოლის“ „ვერონასთან“ დიდი სირთულეები შეექმნას. შესაძლოა, სასტარტოში ნერესი და „კვარა“ ისევ ერთად ვიხილოთ“.
კასანო: სიგიჟეა - კონტე კვარაცხელიას არყოფნით გახარებულია