გადაწყდა - ლოჩოშვილი იტალიაში გუნდს გამოიცვლის

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების 26 წლის მცველი ლუკა ლოჩოშვილი იტალიაში გუნდს შეიცვლის, - იტყობინება tuttob.

ჟურნალისტი ალფრედო პედულა წერს, რომ ლოჩოშვილი, რომელსაც დაცვის ცენტრშიც შეუძლია თამაში და მარცხენა ფლანგზეც, მალე „კრემონეზედან“ „სალერნიტანაში“ გადავა და კლუბები ბოლო დეტალებს ათანხმებენ.

Tuttosalernitana-ს ცნობით, ლოჩოშვილი ფაქტიურად ახალ გუნდში გადასულია, სალერნოული კლუბის სპორტული დირექტორი მარკო ვალენტინი ტრანსფერს აგვარებს და ქართველს იჯარით გამოსყიდვის უფლებით აიყვანენ.

„სალერნიტანა“ სერია B-ში 20 ტურის შემდეგ 18 ქულით მეთვრამეტე ადგილზეა, 12 იანვარს ლიდერ „სასუოლოს“ უმასპინძლებს და ლუკა მწვრთნელის, რობერტო ბრედას განკარგულებაში იქნება.

altCalciocremonese:

გადაწყვეტილია, რომ ლოჩოშვილი ამ ზამთარს გუნდს შეიცვლის
მკითხველის კომენტარები / 8 /
კარგით რაა, ზუსტად იქ არის მაგის ადგილი სადაც თამაშობს!!! სანიოლის თუ მაღალჩინოსნების დიდი "პატივისცემით" რომ სარგებლობს ფაქტია!
rigiti
12:13 10-01-2025
3
ლოჩოს არაფერს ვერჩი, რაც შეუძლია იმას თამაშობს, არამგონია ჩვენ უფრო გვინდოდეს მისი კარგი თამაში ვიდრე ლოჩოს. აქ მეორე საკითხია, სერია ა კი არა, სერია ბ-ს გასავარდნი გუნდის მოთამაშე (ისიც საკითხავია იქნება თუ არა ძირითადში, და რომც იყოს არც ეგ არის დიდად თავის მოსაწონი) რომ გყავს ნაკრებში, თან იმ ნაკრებშიც გუნდში რაც აქვს ამპლუა, იმისგან განსხვავებულ პოზიციაზე, რადგან ალტერნატივა არ გაქვს, ამ ნაკრებით მერე უკრაინის ნაკრებს რომ ალმაცერად იყურებ და "უისა ჩემი, ცალი ფეხით უნდა მოვუგოთ, მოედანს/ამინდს/წვიმას/მაგნიტური დღეს/ცოლის მოყვანას/შეყვარებულთან განშორებას" და ა.შ. რომ დააბრალებ, ეგ არის გასაკვირი
გიორგი
11:22 10-01-2025
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული