გადაწყდა - ლოჩოშვილი იტალიაში გუნდს გამოიცვლის

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების 26 წლის მცველი ლუკა ლოჩოშვილი იტალიაში გუნდს შეიცვლის, - იტყობინება tuttob.

ჟურნალისტი ალფრედო პედულა წერს, რომ ლოჩოშვილი, რომელსაც დაცვის ცენტრშიც შეუძლია თამაში და მარცხენა ფლანგზეც, მალე „კრემონეზედან“ „სალერნიტანაში“ გადავა და კლუბები ბოლო დეტალებს ათანხმებენ.

Tuttosalernitana-ს ცნობით, ლოჩოშვილი ფაქტიურად ახალ გუნდში გადასულია, სალერნოული კლუბის სპორტული დირექტორი მარკო ვალენტინი ტრანსფერს აგვარებს და ქართველს იჯარით გამოსყიდვის უფლებით აიყვანენ.

„სალერნიტანა“ სერია B-ში 20 ტურის შემდეგ 18 ქულით მეთვრამეტე ადგილზეა, 12 იანვარს ლიდერ „სასუოლოს“ უმასპინძლებს და ლუკა მწვრთნელის, რობერტო ბრედას განკარგულებაში იქნება.

altCalciocremonese:

გადაწყვეტილია, რომ ლოჩოშვილი ამ ზამთარს გუნდს შეიცვლის
მკითხველის კომენტარები / 8 /
წარმატებები!!
Noko
18:46 09-01-2025
4
სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს....ბარემ აბოვიანის კოტაიკში გადასულიყო. ეტყობა რომ აგენტიც სუსტი ყავს. იმდენად არ ენდობიან, რომ ლამის ბოლოადგილოსან გუნდს მხოლოდ იჯარით აჰყავს. მარტო სანიოლია მოხიბლული და ბოლომდე ენდობა.
კარგით რა
18:33 09-01-2025
22
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული