აღნიშნული ინფორმაცია "ლიონის" მფლობელმა ჯონ ტექსტორმა დაადასტურა, თუმცა დაამატა, რომ ქართველი უახლოეს პერიოდში კლუბს არ დატოვებს.
"თურქებმა დაიჯერეს, რომ კრიზისი გვქონდა და ჩვენი ფეხბურთელების სანაცვლოდ სასაცილო თანხებს გვთავაზობდნენ. გალათასარაიმ 20 მილიონიანი შეთავაზება გააკეთა გიორგი მიქაუტაძეზე. მათ ვუპასუხეთ: "გაა*ვით, ნაბი*ვრებო!", - განაცხადა ტექსტორმა.
შეგახსენებთ, მიქაუტაძე "ლიონს" გასულ ზაფხულს, "მეციდან", დაახლოებით 20 მილიონ ევროდ შეუერთდა, მიმდინარე სეზონში საქართველოს ნაკრების ფორვარდმა ყველა ტურნირზე 23 მატჩი გამართა, თავი კი 7 გატანილი გოლითა და 1 შედეგიანი პასით გამოიჩინა.
მიქაუტაძემ მოთხოვნით "გალათასარაი" გააოცა - პრეზიდენტი პირადად აპირებს გიორგის სტამბოლში ჩაყვანას
"გალათასარაისთვის" პრიორიტეტული დიბალა კი არა მიქაუტაძეა - მიზეზი ცნობილი გახდა