კონტრაქტი მზადაა - კვარაცხელია პარიზში გასამგზავრებლად ნებართვას ელის

AutoSharing Option
"ეკიპის" ცნობით, საფრანგეთში მიმდინარე მოლაპარაკებებზე "ნაპოლიმ" და პსჟ-მა ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერზე ყველა დეტალზე შეთანხმებას მიაღწიეს.

ხვალ დილით მხარეები კონტრაქტს გააფორმებენ და კვარაცხელია "პარი სენ ჟერმენს" 4.5-წლიანი ხელშეკრულებით დაუკავშირდება.

ხვიჩამ დღეს "ნაპოლის" ბაზაზე ინდივიდუალურად ივარჯიშა და პარიზში სამედიცინო შემოწმების გასავლელად ნებართვას ელის. თუ რაიმე არ შეიცვალა, ის დანიშნულების ადგილზე ოთხშაბათს გაემგზავრება და ამ კვირაში გახდება პსჟ-ის ფეხბურთელი.

საფეხბურთო ექსპერტი ჩირო ვენერატო იტყობინება, რომ პარიზული კლუბი ქართველის სანაცვლოდ დაახლოებით 75 მილიონ ევროს გადაიხდის, ფეხბურთელის წლიური გასამრჯელო კი 9+2 მილიონი იქნება.

მკითხველის კომენტარები / 29 /
რა თქმა უნდა პრემიერლიგა უკეთესი იქნებოდა მაგრამ ნაპოლიში ზაფხულამდე გაჩერება ამ დაძაბულ სიტუაციაში აღარ შეიძლებოდა. ხვიჩა შეიძლება მორალურად გაეტეხა.ახლა მთავარია ბევრი ვარჯიში რათა ძველი ფორმა დაიბრუნოს ხოლო ქართველმა გულშემატკივრებმა ახლა პარიზში ჩავაკითხოთ ხოლმე.პარიზი მაინც სხვაა.
ამაშია საქმე
10:55 15-01-2025
0
როცა სათანადოდ არ გაფასებენ უნდა წახვიდე ულაპარაკოდ. მეორეა კიდევ, რომ კონტეს სტილში არ ჯდებოდა და იკარგებოდა. წარმატებები კვარას.
ნუგზარი
10:48 15-01-2025
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული