"უოტფორდის" ფრე ოთხი წაგების შემდეგ - ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშა

AutoSharing Option
ჩემპიონშიფის ოცდამეექვსე ტურში „უოტფორდი“ გასვლაზე ერთ-ერთ აუტსაიდერ „კარდიფ სიტის“ დაუზავდა - 1:1.

სტუმართა გუნდის ნახევარმცველმა გიორგი ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშა - შეფასებები: sofascore 6.8, flashscore 6.6, whoscored 6.5.

„უოტფორდმა“ ყველა ტურნირზე ზედიზედ ოთხი წაგების შემდეგ ფრეს მიაღწია, 38 ქულით მერვე ადგილზეა და 18 იანვარს გასვლაზე „დერბის“ დაუპირისპირდება.

კარდიფი. „კარდიფ სიტი“
კარდიფ სიტი - უოტფორდი 1:1
გოლები: 1:0 ეშფორდი (65), 1:1 ბაიო (87)

მკითხველის კომენტარები / 1 /
უოტფორდს,ალბათ აღარაფრის იმედი აღარ უნდა ჰქონდეს.მის თამაშის ხარისხი,ამის საშუალებას არ გვაძლევს.
პ.ს.მეგობრებო,თამაშების უმეტესობას ლაივბალზე ვუყურებდი,მაგრამ ბოლო რამდენიმე დღეა,აღარ მიხსნის და შეცდომაზე მიმითითებს.ვინც ამ საიტით სარგებლობთ,იქნებ მიპასუხოთ,თქვენთანაც ასეა თუ ჩემ კომპიუტერშია რაიმე პრობლემა?ინგლისური არ ვიცი და "ავასტ ანტივირუსის" შეტყობინებების შინაარსი ჩემთვის გაუგებარია.
სოსო
18:17 15-01-2025
0

სიახლეები პოპულარული