"ლივერპული" ამას ხშირად აკეთებს, მამარდაშვილი მაშინვე პირველი მეკარე ვერ გახდება - ცნობილი საფეხბურთო ექსპერტი ქართველ მეკარეზე

AutoSharing Option
ცნობილმა საფეხბურთო ექსპერტმა და ჟურნალისტმა ბენ იაკობსმა გიორგი მამარდაშვილისა და ალისონის შესაძლო კონკურენციაზე ისაუბრა.

მოგეხსენებათ, ქართველი მეკაკრე ამ ზაფხულს "ლივერპულში" გადავა და სავარაუდოდ, ბრაზილიელ კიპერთან მოუწევს კონკურენცია, რადგან ალისონი წასვლას არ გეგმავს.

"ამ ეტაპზე სავარაუდოა, რომ ალისონი გუნდში დარჩება და კონკურენციას მიესალმება. მამარდაშვილს პრემიერ ლიგის სასტარტო შემადგენლობაში მოხვედრისთვის დიდი ხანი მოუწევს ბრძოლა.

ჩვენ ადრეც ვნახეთ "ლივერპულის" მსგავსი ქმედება, ისინი ყიდულობენ ფეხბურთელს, რომელზეც სამომავლოდ დიდ იმედებს ამყარებენ და ინარჩუნებენ მას. ეს ნიშნავს, რომ მამარდაშვილს დრო ექნება აკლიმატიზაციისთვის და არ ნიშნავს იმას,
რომ მაშინვე პირველი ნომერი გახდება. ასე მუშაობს "ლივერპულის" რეკრუტირების მოდელი.

ყველაფერი აქედან გამომდინარე, სავარაუდოდ, კელეჰერს ზაფხულში წასვლა მოუწევს, რადგან მას პირველი ნომრობა და მუდმივი სათამაშო პრაქტიკა სურს", - ციტირებს იაკობსს FourFourTwo.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული