მასპინძლები უკვე 45-ე წამზე დაწინაურდნენ, როდესაც გრიულის დარტყმული ბურთი მცველისგან რიკოშეტით მიიულერის კარში აღმოჩნდა. ცოტა ხანში მიულერმა აშკარა გოლისგან იხსნა თავისი გუნდი. აქედან მოყოლებული სტუმრებმა შეუტიეს და შიოპნერმა ანგარიში გაათანაბრა.
შესვენების შემდეგ „ვერდერი“ დუკშმა გაიყვანა წინ. მალე ზივზივაძის პასით კერბერმა თანაფარდობა აღადგინა. 79-ე წუთზე გრიულმა დუბლი შეასრულა და „მუსიკოსები“ ისევ დააწინაურა, თუმცა კომპენსირებულ დროში სიენზამ თავის მიერვე მოპოვებული საჯარიმოდან გაიტანა და „ჰაიდენჰაიმს“ ქულა მოუპოვა.
ქართველმა ბუნდესლიგაში მეორე მატჩი ჩაატარა და პირველად გამოიჩინა საგოლე მოქმედებით თავი. მან შეუცვლელად ითამაშა და ანალიტიკური საიტებისგან დადებითი შეფასებები დაიმსახურა: whoscored 7.5, sofascore 7.2, flashscore 7.1.
„ჰაიდენჰაიმი“ 14 ქულით მე-15 ადგილზეა და 18 იანვარს „სანკტ-პაულის“ მიიღებს.
ბრემენი. „ვეზერშტადიონი“
ვერდერი - ჰაიდენჰაიმი 3:3
გოლები: 1:0 გრიული (1), 1:1 შიოპნერი (30), 2:1 დუკში (56), 2:2 კერბერი (61), 3:2 გრიული (79), 3:3 სიენზა (90+5)
ბუდუს კარგი დებიუტი ბუნდესლიგაში - "ჰაიდენჰაიმმა" ზედიზედ შვიდი წაგების შემდეგ გაიმარჯვა [VIDEO]