Le Parisien: "პარკ დე პრენსზე" ახალ კერპს მბაპეს 7 ნომერს გადასცემენ

AutoSharing Option
"პარიზიენის" ცნობით, ხვიჩა კვარცხელია პსჟ-ში 7-ნომრიანი მაისურით ითამაშებს. 7-იანით ადრე კილიან მბაპე ასპარეზობდა, რომელიც პარიზული გუნდის ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირია და რაც ის "რეალში" გადავიდა, ეს ნომერი არავის არ გადასცეს. როგორც ჩანს, ქართველს ელოდებოდნენ და უნახავდნენ.

აღნიშნულია, რომ ხვიჩასთვის რონალდოსადმი გამორჩეული დამოკიდებულების გამო, 7 ნომერი განსაკუთრებულია, საქართველოს ნაკრებში 7 ნომერი აქვს, "ნაპოლიში" გადასვლისას კი 77 აირჩია, რადგან 7-იანით ელიფ ელმასი ასპარეზობდა.

გამოცემა წერს, რომ ეს კარგი მარკეტინგული ნაბიჯი შეიძლება გახდეს, ვინაიდან კლუბის მაისურების დიდი რაოდენობით გაყიდვას იმედოვნებენ.

მოკლედ, "კვარას" დიდ რეკლამას უკეთებენ, იმედი
აქვთ, რომ გულშემატკივრების ახალი კერპი გახდება და გუნდს დიდი გამარჯვებების მოპოვებაში დაეხმარება.

მკითხველის კომენტარები / 12 /
ისე ხომ არ ჯობია 77-ნომერი აიღოს და ეს ნომერი და კვარა გახადოს როგორც ერთიანი?? 77-ნომრის გაგონებაზე ყველას კვარა დაუდგება თვალწინ, 7-ნომერი კი ბევრ ვარსკვლავს სცმია და კვარაც ნაკრებში ითამაშებს 7-იანით ხოლო საკლუბო ნომერი ჩემი აზრით 77-აიღოს ურჩევნია რადგან კვარა მსოფლიო ფეხბურთში 77-ნომრით შემოიჭრა და დღეს რო ვხედავთ მოედნებზე ბევრ სხვა 77-ნომერს ეგ კვარას დამსახურებაა
gel-100
20:18 16-01-2025
8
მაგ გადასვლას აქვს ორი ფაქტორი, ხელფასი და ფეხბურთის თამაში.
რაც შეეხება ხელფასს, მე მკიდია, თან ძაან მაგრად მკიდია, და შორს ვარ იმ სნეულებისგან, რომ ზოგიერთებივით კვარაცხელიას ხელფასზე ვინერვიულო 1.5 მლნ ექნება, თუ 10 მლნ. მაგრამ თვითონ კვარაცხელიას, რათქმაუნდა არ ეკიდება, და ამიტომ რათქმაუნდა სწორიცაა, რომ თავის ხელფასზე იფიქროს.
რაც შეეხება ფეხბურთის თამაშს, თუ მართლა ხელოვნურად ბოიკოტის რეჟიმში იყო , თამაში შეეძლო და დე'ლაურენტისთან კონფლიქტის გამო სპეციალურად ნახევარი ძალით თამაშობდა (ძნელი დასაჯერებელია, მაგრამ რომ დავუშვათ რომ ასე იყო) მაშინ კიდევ არაუშავს, და..
თუ არავითარი ბოიკოტის რეჟიმში არ იყო, არამედ მართლა ასე დეგრადირდა თამაშის ხარისხში მაშინ მაგარი რისკიანი გადაწყვეტილებაა როგორც ფეხბურთელისთვის, ამხელა სკანდალით წასვლა, თან იმის პერსპექტივით, რომ სკამზე აღმოჩნდეს რიავიცი. რასაც ნეაპოლში დღეს თამაშობს, მაგ ხარისხით ცოტა ხანში შეიძლება სკამზე იჯდეს და შემოსვლაზე ითამაშოს. ბარკოლა და ის მეორე დუე არც ელმასი და არც ნერეში არარიან ერთი უკვე ვარსკვლავია და მეორე ამომავალი მოკლედ მაგარი რისკია და ტყავიდან უნდა გამოძვრეს, რომ ასე არ მოხდეს შეიძლება ვაბშემ და ცრუ ცხრიანად დააყენოს 4-3-3-ში და ბარკოლა და დემბელე როგორც არიან ფლანგებზე და რიგ ეპიზოდებში გაცვლიან პოზიციებს ერთმანეთში.
43
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული