"პარიზიენის" ცნობით, ხვიჩა კვარცხელია პსჟ-ში 7-ნომრიანი მაისურით ითამაშებს. 7-იანით ადრე კილიან მბაპე ასპარეზობდა, რომელიც პარიზული გუნდის ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირია და რაც ის "რეალში" გადავიდა, ეს ნომერი არავის არ გადასცეს. როგორც ჩანს, ქართველს ელოდებოდნენ და უნახავდნენ.
აღნიშნულია, რომ ხვიჩასთვის რონალდოსადმი გამორჩეული დამოკიდებულების გამო, 7 ნომერი განსაკუთრებულია, საქართველოს ნაკრებში 7 ნომერი აქვს, "ნაპოლიში" გადასვლისას კი 77 აირჩია, რადგან 7-იანით ელიფ ელმასი ასპარეზობდა.
გამოცემა წერს, რომ ეს კარგი მარკეტინგული ნაბიჯი შეიძლება გახდეს, ვინაიდან კლუბის მაისურების დიდი რაოდენობით გაყიდვას იმედოვნებენ.
მოკლედ, "კვარას" დიდ რეკლამას უკეთებენ, იმედი
აქვთ, რომ გულშემატკივრების ახალი კერპი გახდება და გუნდს დიდი გამარჯვებების მოპოვებაში დაეხმარება.