Areanapoli-ს ცნობით, ხვიჩა კვარაცხელიამ „ნაპოლისთან“ გამოსამშვიდობებელი ვიდეო გასულ შაბათს გადაიღო, ვიდრე მონტე-კარლოში მოლაპარაკებები დაიწყებოდა, რაც იმას ნიშნავს, პსჟ-ში გადასვლაში უკვე დარწმუნებული იყო.
„ატალანტასთან“ მატჩის წინ ჩატარებულ პრესკონფერენციაზე ნეაპოლური გუნდის მწვრთნელმა ანტონიო კონტემ ისაუბრა: „47 ქულა დიდი შრომის შედეგად მოვიპოვეთ, ახლა „კვარას“ გარეშე თამაშზე ვართ კონცენტრირებული. თუმცა, თუ ობიექტურად გავაანალიზებთ, გასულ წელთან შედარებით გუნდი სამი ფეხბურთელიის გარეშეა - ოსიმენი, „კვარა“, ზილენსკი. საჩემპიონო სეზონთან შედარებით ოთხით კიმის გარეშე. აგრეთვე აღარ არიან მარიო რუი და ელმასიც.
ამბობენ, რომ ძირითადი ბირთვი შენარჩუნებულია, თუმცა ეს
უკვე სულ სხვა გუნდია და ხვიჩას წასვლით უფრო განსხვავებული იქნება. მუშაობა უნდა გავაგრძელოთ, რადგან ვიცით, როგორ მოვედით აქამდე. ეს ბიჭების დამსახურებაა. ამავე დროს არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ეს ორი წლის წინანდელთან შედარებით სხვა გუნდია და მნიშვნელოვანი ფეხბურთელის გარეშე დარჩენილებს 18 მატჩი გველოდება“.
"მისი გადაწყვეტილება არც მომწონს და არც ვეთანხმები, მაგრამ..." - მარადონას შვილმა "კვარაზე" ისაუბრა