გოგლიჩიძის მსურველთა რიგები იზრდება - "იუვენტუსის" ნაბიჯები და საბას მორიგი იტალიური ვარიანტი

AutoSharing Option
Gazzetta-ს ინფორმაციით, "იუვენტუსი" ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში მცველის ყიდვას აპირებს, რადგან ტრავმირებული 27 წლის ბრაზილიელი მცველის გლენსონ ბრემერი ჩაანაცვლოს.

ტურინელთა მთავარი სამიზნე "მილანიდან" ინგლისელი უკანახაზელის ფიკაიო ტომორის დამატება იყო, მაგრამ ტომორიმ "ვეკია სინიორაში" გადასვლაზე უარი განაცხადა.

ახლა "ბებერს ქალბატონს" ორი ვარიანტი აქვს. "ჩელსიდან" 21 წლის პორტუგალიელი რენატო ვეიგას, ან "ნიუკასლიდან" ლოიდ კელის ტრანსფერის გაჩარხვა.

"იუვენტუსი" ამ ორ გუნდთან მოლაპარაკებებს აწარმოებს, მაგრამ თუ Gazzetta-ს დავუჯერებთ, ტურინელები ახალგაზრდა მცველებსაც აკვირდებიან და ერთ-ერთი ასეთი "ემპოლის" ქართველი უკანახაზელი საბა გოგლიჩიძეა.

მის გარდა იტალიური გრანდის
სიაში "ლანსიდან" კევინ დანსო და "უდინეზედან" ტომას კრისტენსენი არიან.

დღესვე იტალიურ მედიაში გავრცელდა ცნობა, რომ გოგლიჩის მისამართ ინტერესი ბერგამოს "ატალანტასაც" აქვს. ჯანპიერო გასპერინი ტრავმირებული ოდილონ კოსონუს შემცვლელს ეძებს და თვალი ქართველსაც დაადგა.

შეხსენებისთვის, რამდენიმე თვის წინ საბა გოგლიჩიძე "მილანსაც" დაუკავშირეს.

მკითხველის კომენტარები / 1 /
გორის დილა და ყვარლის დურუჯიც აკვირდება))
ეჰ ლოჩო, ლოჩო....
21:22 20-01-2025
8

სიახლეები პოპულარული